საშინელი სანახავია სიყალბით მოპოვებული ძალაუფლებისგან გაბოროტებული ადამიანების ხილვა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – ბესო ქათამაძე

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე დღეს გამართულ საკრებულოს სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”საშინელი სანახავია სიყალბით მოპოვებული ძალაუფლებისგან გაბოროტებული ადამიანების ხილვა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.
სათამაშო ტანკების და ვერტმფრენების ფრიალით უფრო მეტად არწმუნებენ მნახველთ ,თუ როგორ უგუნურ და ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი მოძმე უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან, სადაც ჩვენი თანამემამულე, გმირი ჯარისკაცები იღუპებიან, დახმარების ნაცვლად დამცინავი აქცია-პერფორმანსებით, ისტორიულ სირცხვილს სჩადიან ქოცები თაობებისთვის.
ჩვენ როგორც ისინი გვეძახიან “ომის პარტია” თუ საჭირო იქნრბა ვიომებთ და შევეწირებით სამშობლოს!” – წერს ქათამაძე.
ცნობისთვის, დღეს , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო ტანკები და თვითმფრინავები დაურიგეს, ხოლო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, მდგომარე ადამიანები, ადამიანები სხედან and შენობაში გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share