“დემენციაზე უფრო მძიმე კახექსიაა”-ექიმი-ნევროლოგი

თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52-ტ კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს – განაცხადა ექიმი-ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენებას აძლევს.

 თენგიზ წულაძე, რომელიც ომბუდსმენის კონსილიუმის წევრია, ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტია – სადაც სიტყვა კახექსია გაისმის იქ მძიმეა. დემენციაზე უფრო მძიმე კახექსიაა – განაცხადა ექიმ ნერვოლოგმა ადვოკატის კითხვაზე – აფასებთ თუ არა პაციენტის მდგომარეობას მძიმედ? – პასუხისას.

მან იმ მეთოდოლოგიაზე ისაუბრა, რომლითაც ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში, მიხეილ სააკაშვილს ამოწმებდა. წულაძის თქმით, მესამე პრეზიდენტი პატიმრობის პერიოდში დაახლოებით 7-ჯერ მოინახულა და გასინჯა:

“წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. კახექსია მარტო შიმშილობა არ არის. ესაა წონაში კლება. კახექსია ბევრ დაავადებებთან არის დაკავშირებული რომელიც ამ პაციენტს არ აქვს და პროტოკოლით თუ მივუდგებით, ეს მთლად შიმშილით არაა გამოწვეული. ესაა ანემია და ტემპერატურა, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კახექსია სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება.” -განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ბოლო მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი 68 კგ-ს იწონის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share