ეს კანონი მავნებლობაა და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს – გიორგი სუხიტაშვილი “აგენტების კანონზე”

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ე.წ. აგენტების კანონპროექტს ეხმაურება.

“თუ ჩემი გჯერათ წაიკითხეთ, თუ არ გჯერათ გაატარეთ ეს პოსტი.

ეს კანონი მავნებლობაა და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს.

არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს ამხელა ისტორიის მქონე ქვეყნის მომავალი ისე როგორც მას (მათ) სურს!

ამერიკული, რუსული, თუ აფრიკული, ეს სიტყვებით თამაშია, მთელი პრობლემა შინაარსშია და იმაში რომ ქვეყნის საბოლოოდ მოგუდვა სურთ და მხოლოდ მაშინ გაუშვებენ კისრიდან ხელს როცა მათ მოუნდებათ მერე ისევ მოუჭერენ…

ეს ყველას ეხება და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს მათ მშობლებს და პედაგოგებს. 

კარგად დაფიქრდით რა გვსურს ჩვენი მომავლისთვის.

P.S. ამ ყველაფერში ეკლესიის და ღმერთის ხსენება დიდი უნამუსობაა, ერთი ხელით მომავალს გვართმევენ და თუ შეეპასუხები სატანის მიმდევარი ხარ ხოლო თვითონ წმინდა გიორგები.

P.P.S ჩვენი ისტორიული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი  სწორედ ამ “აგენტურის” გადარჩენილია”. – წერს სუხიტაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share