საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ უკიდურესად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღების გამო.
მათი განცხადებით, ამ კანონის მიღებით საქართველო ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას.
„სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!”- აცხადებენ ქალი მოჭადრაკეები.