ბახმაროში, ცოტა ხნის წინ საოჯახო სასტუმრო დაიწვა. ააიპ ბახმაროს დირექტორის დავით საჯაიას ინფორმაციით, სასტუმრო მამუკა კეჭაყმაძეს ეკუთვნოდა: _ რამდენადაც ვიცი სტუმრებიც იყვნენ. ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ხანძარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სასტუმროში მყოფი ყველა პირი კარგადაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საჯაიამ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ბახმაროში საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია. კურორტზე 2 მეტრზე დიდი თოვლია და იქ მოხვედრა მხოლოდ ბურანით არის შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ბახმაროს ზამთრის კურორტის სტატუსი არ აქვს, იქ არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც გზა, ბოლო რამდენიმე წელია ტურისტები აქტიურად სტუმრობენ.
ადგილზე ვერც სახანძრო სამაშველო სამსახური მივიდა.
მსგავსი სტატიები
- 91
- 91
- 91
- 90
დიდთოვლობას ამ ეტაპზე გურიაში პრობლემები არ შეუქმნია. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. ყველა ცენტრალურ გზაზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, იწმინდება შიდა გზებიც დამხმარე ტექნიკით. იმ სოფლებს, რომლებშიც ამ დროისთვის ელექტროენერგია არ არის, დღის ბოლომდე აღუდგება მიწოდება.