პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოცქსელში წერს:
„ნიუანსია, მაგრამ არსებითი ხასიათის.ნაცების ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა თავისთვის და თავისი მომხრეებისთვის მოეწყო არა უბრალოდ კომფორტული გარემო, არამედ ეს გარემო ყოფილიყო განვითარების, პროგრესისა და დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაციის აღმნიშვნელი სივრცე. რამდენად გამოსდიოდათ ეს, ცალკე თემაა, მაგრამ მცდელობა იყო სწორედ ამ მიმართულებით. პრობლემას კი ჰქმნიდა ის, რომ ერთის მხრივ ხელისუფლება ასევე ყველანაირად ცდილობდა პოლიტიკური ოპონენტების გარიყვას და მარგინალიზებას, ანუ ვინც არ მოიაზრებოდა ხელისუფლების მომხრედ, მისთვის ამ კომფორტულ სივრცეში მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა ყოფილიყო და მეორეს მხრივ თავად ამ სივრცეში მყოფ მომხრეებსაც უნდა სცოდნოდათ, რომ უფროსი ძმა, ანუ ხერხემალი ანუ უშიშროება, კუდი, სოდი და ა. შ. მათ მუდმივად უყურებს და აკონტროლებს და თუ წესიერად არ მოიქცევიან, აქედან გააგდებენ.ამ ხელისუფლებამ კი თავისი მოღვაწეობის ათწლეული იმით დაააგვირგვინა, რომ საკუთარი აღთქმული სამოთხე ფაქტობრივად გაზეთ “ასავალ-დასავალის” სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით შექმნა და ისეთი სიბნელეთი, საბანძეთი და საქაჯეთი მოიწყო, რომ ნებისმიერ ორწიგნწანაკითხ და წესიერ ადამიანს ქუდი რომ შეუგდო შიგნით, გამოსატანად არ შევა, ხოლო ბედის უკუღმართობით თუ რაღაცნაირად მაინც იქ აღმოჩნდი, როცა გამოგაგდებენ მხოლოდ მაშინ მიხვდები თუ რა მშვენიერი ყოფილა ცხოვრება.“