ვანში არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო.
ინფორმაციას სინიუსი ავრცელებს.
საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 16 წელს მიუღწეველი გოგონა ამტკიცებს, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა მის სკოლაში მძღოლად დასაქმებულ 60 წლამდე მამაკაცს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სახლში მიჰყავდა. არსებობს ვიდეო კადრებიც, რომელიც, სავარაუდო მსხვერპლმა თავად გადაიღო.