”უკრაინის NATO-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას” – პუტინი

”უკრაინის NATO-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის NATO შესვლის საფრთხეა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

”დარწმუნებული ვარ, რომ  NATO-ში გაწევრიანება არ გაზრდის თვით უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად მსოფლიოს გახდის ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე”, – ამბობს პუტინი. 

საომარ ფრონტზე, უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე დასმულ კითხვებს და რუსეთის პოზციებზე რუსეთის პრეზიდენტი პასუხის გაცემას თავს არიდებს.

”კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე საუბრისას სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი ხედავს, რამხელა იმედები ამყარეს შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებაზე. დიახ ისინი ზიანს აყენებენ, მაგრამ საბრძოლო ზონაშიი ამ რაკეტების გამოყენებით კრიტიკული არაფერი ხდება”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 

შეგახსენებთ, 11-12 ივლისს გამართულ ვილნიუსის NATO-ს სამიტზე უკრაინამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან NATO-ში გაწევრიანების გარანტია, შესასრულებელი პირობების სანაცვლოდ მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share