“პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა”

“პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა”, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის, პრიგოოჟინის ლიკვიდირებას.

”პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირეებში დასრულდებოდა.

ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი არამედ რუსული სახელმწიფოც”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
“როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

პოლიტიკა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share