“აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია არაკვალიფიციურ კომპანიას ანდეს და ხელშეკრულება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ₾1.7 მლნ გადაუხადეს – “ფლანგვა”

“კულტურული ძეგლის, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია არაკვალიფიციურ კომპანიას ანდეს და ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც 1.7 მლნ ლარი გადაუხადეს” – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განსახორციელებლად უფრო მეტს, ₾ 3.9 მილიონს მიიღებს, ანუ თავდაპირველი ფასი ₾ 3.2 მილიონი უკვე ₾ 5.6 მილიონამდეა გაზრდილი.

“აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და მერის განცხადებით 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დაუსრულებელია.

რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 3.2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვადები დაარღვია და არაკვალიფიციურობა გამოიჩინა.

2023 წელს თბილისის განვითარების ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, თუმცა შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას ₾1.7 მილიონი გადაუხადეს.

ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განსახორციელებლად უფრო მეტს, ₾ 3.9 მილიონს მიიღებს, ანუ თავდაპირველი ფასი ₾ 3.2 მილიონი უკვე ₾ 5.6 მილიონამდეა გაზრდილი” – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share