2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 757 მილიარდ დოლარამდე (22,493 მლრდ ლარი) გაიზარდა, რაც 320,357 მლნ დოლარით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარში საგარეო ვალის მოცულობა 8,436 მლრდ დოლარი (მაშინდელი კურსით 22,281 მლრდ ლარი) იყო.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები, აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) არიან.
5 ყველაზე მსხვილი კრედიტორი:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2,239 მლრდ დოლარი;
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1,124 მლრდ დოლარი;
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,506 მლრდ დოლარი;
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 579,9 მლნ დოლარი;
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 229 მლნ დოლარი.