ზუგდიდში, UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტადიონი დღემდე არ გახსნილა.
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაციაა ფოთის ცენტრალურ სტადიონთან დაკავშირებითაც, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო.
ორგანიზაციის ცნობით, რეაბილიტაციაში სხვადასხვა დროს ჩართულმა ორმა კომპანიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები, ჯამურად 1.2 მილიონი ლარი, მიითვისა.
“ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ზუგდიდისა და ფოთის ხარვეზიან სტადიონებში ჯამურად 23 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.