”მოსწავლეებიც გაოცებული არიან, იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან ხელისუფლება ვის უტარებს აქციას, რა უნა ამით დაამტკიცოს” – ამ განცხადებას მასწავლებელი ლადო აფხაზავა აკეთებს, რომელიც აქციას ბათუმში შეუერთდა.
როგორც აფხაზავა ამბობს, გაუგებარია, ვის უტარებს აქციას ხელისუფლება.
”ძალიან ცუდ დრეში გვაგდებს ჩვენი ხელისუფლება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემს კოლეგებს სკოლაში გაკვეთილიც არ ჩაუტარებია.
ძლიან სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება ასეთ დღეში აგდებს უბრალო მოსახლეობას, არ ვიქნებოდი მაყოფილი, რომ ეთქვათ წამოდით და დაუდექით გვერდში.
მე კითხვა მაქვს – ხელისუფლება, რომელიც სათავეშია, ვის უტარებს აქციებს? ძალიან გაოცებული ვარ, რაც ხდება, მოსწავლეებიც გაოცებული არიან, იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან ხელისუფლება ვის უტარებს აქციას, რა უნდა, ამით დაამტკიცოს,“ – ამბობს ლადო აფხაზავა.