საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ივანიშვილია – კალაძე

“საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია” – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

კახა კალაძემ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა გაღებული თავგანწირვისთვის და განმარტა, რომ ივანიშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ქვეყანას მშვიდობა მოუტანა.

”გუნდს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ამ გუნდის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, ჩვენ მოვახერხეთ და დავიცავით მშვიდობა, შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში. 

დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს. საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მიერ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვასა და შენარჩუნებას”, – ამბობს კახა კალაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share