“ეს არის ნიშანი მათი პანიკის” – ბოკერია ივანიშვილის მიერ დაანონსებულ რეპრესიებზე

„ეს არის ნიშანი მათი პანიკის“ – ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების დღევანდელ განცხადებებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

როგორც ბოკერია ამბობს, ქართულმა ოცნებამ გაიაზრა, რომ ამომრჩეველი მას აღარ ჰყავს და ვეღარ ახერხებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

”არაფერი სიახლე არ არის, კლიპი, ვინც ნახა, ომის გლობალური პარტიასთან აქვს ჩახუტების კლიპი. ვისაც აბრალებენ, რომ საქართველოს დაქცევა უნდათ ომით, სისხლისღვრით და ჩვენი იდენტობის გაქრობით, იმ ხალხთან ჩახუტების კლიპი გადაიღეს ახლა, ისევ მუქარა, რომ დაჭერები იქნება და ა.შ – ეს არის ნიშანი მათი პანიკის. ეს ნამდვილად არის პანიკის ნიშნები, ისინი ხედავენ, რომ მათი სტრატეგია რაც ჰქონდათ, საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის, ამ ანტიდასავლურმა, ანტიქართულმა საქმემ, მარტო რუსულმა კანონმა კი არა, მთლიანად სადა წავიდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში ღია აგრესიის შემდეგ, ისინი დააზიანა, იმიტომ, რომ ისინი კარგავენ და უკვე დაკარგეს ის ხალხი, ვინც თვლიდა, რომ ოცნება არ ვარგა, მაგრამ სჯობია, არ გავრისკოთ ცვლილება, ან ისე ცუდად არ არის საქმე და ეს რომ დაინახეს, რომ აქ კრახი აქვთ, ისეც შეეცდებიან ეს ილუზია ისევ შექმნან.

დაჭერებზე და რეპრესიებზე – თან დასავლეთში მივდივართო და თან ყველას დავიჭერთო, ოღონდ ეგ ძალის მაჩვენებელი კი არ არის, პირიქით, ყველაზე უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, უნდათ, რომ პანიკა დათესონ,“ – ამბობს ბოკერია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share