“მე ორი მესიჯი მაქვს ქართულ ოცნებასთან და ქართველ ხალხთან. პირველი, საქართველოს მთავრობას, თქვენი ქმედებები არ ჩაივლის უპასუხოდ,” – ამის შესახებ კონგრესმენმა ბილ კიტინგმა ისაუბრა სხდომაზე, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.
ბილ კიტინგი ვარაუდობს, რომ შემზღუდავი ზომები ქართული ოცნების წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანდათან გაფართოვდება.
”წინა თვეებში ქართულმა ოცნებამ გაიტანა კრემლით ინსპირირებული კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რათა თავს დაესხას სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.
მე ორი მესიჯი მაქვს ქართულ ოცნებასთან და ქართველ ხალხთან. პირველი, საქართველოს მთავრობას, თქვენი ქმედებები არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების შეზღუდვების საწყისი ტრანში…
მეორე, ქართველ ხალხს, თქვენი ამბიცია ევროკავშირში და NATO-ში ყოფნის შესახებ კარგად ცნობილია ამ კონგრესში და ადმინისტრაციაში და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ მიმართულებით,” – განაცხადა ბილ კიტინგმა.