”მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი. მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა. მეფის, რომლის ავტორიტეტს და გმირობებს პატივს სცემდნენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც” –
წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კახეთის გზატკეტილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: