ბახვი ჰესი – შრომის უსაფრთხოების კონტროლი

ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ნომერ პირველ პრიორიტეტად – შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.

ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება: კომპანიას აქვს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა; 2) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა; 3) პროექტის მომიჯნავე თემების  უსაფრთხოების გეგმა.

ბახვი ჰესის თანამშრომლები აღჭურვილნი არიან საქართველოს ბაზარზე არსებული საუკეთესო ხარისხის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. სამუშაო პროცესს მუდმივად აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი და ოფიცერი. პროექტს ჰყავს ექიმი და იგი აღჭურვილია ყველა შესაბამისი სამედიცინო საშუალებით.

საპროექტო არეალში განთავსებულია საგზაო უსაფრხოების შესაბამისი სტანდარტის ნიშნები და მაფრთხილებლები.

დასაქმებულებს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და სწავლება.

გთხოვთ იხილოთ ვიდეო:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share