ლანჩხუთის “გურია” მეოთხე ლიგაში რომ გაგვივარდა, ამაზე არავინ არაფერს ამბობთ? თუ ქოცპარტიულ პონტში არ მოსულა ვინმეს კრიტიკა?!..“ _ წერს სოციალურ ქსელში „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, რომელიც წლების მანძილზე, პოპულარული სპორტული გაზეთის, „სარბიელის“ ჟურნალისტი გახლდათ, კლუბის სავალალო მდგომარეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
“ლანჩხუთობაზე დიდი ზარზეიმით რომ აღნიშნეთ კლუბის 100 წლის იუბილე, ეგ რაღა იყო? „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან “გურია” სულს ღაფავს, უმაღლესი ლიგიდან მეოთხემდე დაენარცხა და ვზეიმობთ, აქაოდა დიდი მოჭირნახულენი ვართო. არადა, ფაქტია, რომ ყველა ის ღირსება, რაც კლუბს გააჩნდა, ამ დროში შემოვაძარცვეთ, 7 მილიონზე მეტი დავახარჯეთ 2014-15 წლებში და ორი ლიგით ქვევით დავაქვეითეთ, მერე კიდევ სულს ვუბერავდით ვითომ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და აგერ შედეგიც – მეოთხე ლიგა!!! ბრავო, ლანჩხუთელო გულშემატკივრებო ქოცური თავშეკავებისთვის“ _ წერს გოჩა ჯანაშია.
ცნობისთვის: მესამე ლიგაში მოასპარეზე „გურიამ“ ბოლო 6 თამაში წააგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, მესამე ლიგაში, 18 ქულით ბოლო ადგილზეა. კლუბს მინიმუმ 6-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება სჭირდება, საიუბილეო წელს მეოთხე ლიგაში რომ არ დაქვეითდეს.
”გურია თუდეი”