საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერს, ხუთშაბათს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში  +6, +11°; მთაში  1, +6°; მაღალმთაში  -2, +3°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალმთაში  ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში  +5, +10°; მთაში  +2, +7°; მაღალმთაში  -2, +3°.

თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ჩრდილო -დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ, ტემპერატურა +8°-ს მიაღწევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share