რას შეცვლის საქართველოსთვის პოლონეთის თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში?

ცნობილია, რომ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იქნება. უკვე შედგა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პოლონეთის პრიორიტეტები. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკვე განიხილეს, რაზე და რა ფორმატში უნდა იმუშაონ. მთავარი საკითხები ევროკავშირის უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იქნება.

განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს პოლონეთის თავმჯდომარეობისგან. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ ერთად. ჩვენი დისკუსია შეეხებოდა იმას თუ რა არის გასაკეთებელი ევროპის განვითარებისთვის და ვიმსჯელეთ ჩვენს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

პოლონეთს საკუთარი მყარი პოზიცია აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებითაც. ახალი არჩევნების მოთხოვნაშიც სწორედ პოლონეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ ახლა გამოსავალი სწორედ ეს არის.

დიპლომატები იხსენებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით პოლონეთი ბალტიის ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მედროშე იყო. მათი თქმით, მიუღებელია ხელისუფლების მიერ იმ ორმხრივი უერთიერთობების იგნორირება, რომელსაც ქვეყანა პარტნიორებთან 30 წლის განმავლობაში აშენებდა. დიპლომატები ასევე მიიჩნევენ, რომ “ოცნებამ” საკუთარი იმიჯის გადარასარჩენად ბოლო შანსი უნდა გამოიყენოს და პოლიპატიმრების უკანონო პატიმრობიდან იხსნას.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და პრეიმერ დუდას პოზიციებს. თქვენ კარგად იცით, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დუდას აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური თანამშრომლობის აქტიური ფორმატი დაწყებული და შესაბამისად, ეს ერთხელ კიდევ გააძლიერებს სწორედ ევროკავშირში 6 თვიანი თანამშრომლობის პოზიციას საქართველოს მიმართ პოლონეთის მხრიდან. რაც შეეხება ორმხრივ თანამშრომლობას, ამ ფორმატშიც, ძალიან გულისტკივილით ვამბობ, რომ უნდა მოიძებნოს ალბათ საერთო ენა. არ შეიძლება, ხელისუფლება ასე ხელაღებით იგნორს უკეთებდეს იმ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ 30 წელიწადი ვაშენეთ. დიდი შრომის ფასად შევქმენით ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატები და მეგობართა ჯგუფი ევროპულ ქვეყნებთან. დღეს ეს აღარ არსებობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. გამოწვევა არის უდიდესი: იზოლაცია, სანქციები. მე შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, როგორც ამ შემთხვევაში, არა ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, არამედ როგორც დიპლომატმა, რომ ქვეყანას ისეთ კატასტროფულ ჩიხში შეიყვანს, რომ ეს ავტომატურად იმოქმედებს ეკონომიკაზე, იმოქმედებს ჩვენს იმიჯზე. დაუყოვნებლიც ევროპელებთან დავიწყოთ, სანამ იქნება ახლაი არჩევნები, იმიტომ, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება, პირველ რიგში, პატიმრების გამოშვება. ვანახოთ ევროპელებს, რომ ჩვენ ცივილური ქვეყანა ვართ. ნება იბოძოს ხელისუფლებამ და ეს ნაბიჯი მაინც გადადგას, რომ თავის თავს რაღაც იმიჯი შეუქმნას, უკვე ქვეყანაზე და ხალხზე აღარ არის საუბარი. ქვეყანას  და ხალხს, ჩვენ ჩვენი იმიჯი გვაქვს ევროპაში და სხვათაშორის, ძალიან მაღალი შეფასებებია, მაგრამ სწორედ ის, რომ ხელისუფლებას კიდევ დარჩა ერთი შანსი, რომ შობამდე ეს ადამიანები თავის ოჯახებს დაუბრუნდნენ, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მერე ყველაფერი დაგვიანებული იქნება, – ამბობს დიპლომატი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share