შტატები მოქმედებაზე გადადის – დღეს, კონგრესის პირველ სხდომაზე ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით 2 კანონპროექტს წარადგენს

შტატები მოქმედებაზე გადადის – კონგრესის პირველივე სხდომაზე ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით 2 კანონპროექტს წარადგენს.

ამერიკის კონგრესის ახალი შემადგენლობა დღეს პირველი სხდომისთვის ემზადება. თბილისის დროით დღეს, ზუსტად 20:00 საათზე ამერიკელი კანონმდებლები ფიცს დადებენ და მუშაობას ორპარტიულად დაიწყებენ. ჯო უილსონი, რომელმაც ივანიშვილს აქამდე არნახული ამბები დაუნონსა, გეგმავს, სწორედ პირველ სამუშაო დღეს დააინიციროს აქტი, რომელიც “ქართული ოცნების” არაღიარებას გულისხმობს.

დღესვე იგეგმება “მეგობარი აქტიის” რეინიცირება, რომელიც “ოცნების” ყოვლისმომცევლ სანქცირებას გულისხმობს.

ის მიდგომა, რაც ჩვენ ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში ვიხილეთ შტატების მხრიდან, უნებრივია არ არის ერთპარტიული მიდგომა. არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის, ის აქტები, რომლებიც დარეგისტრირდა, ბოლო აქტი, რომელიც დარეგისტრირდა, არ ყოფილა ერთპარტიული და ჩვენ არაერთი განცხადება ვიხილეთ რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისგან ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუმცა 20 იანვარს რომ რეჟიმის სასარგებლოდ არ მოხდება ცვლილებები, ამაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ და ამას ჩვენ ვიხილავთ”, – ამბობს “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური. 

“ქართული ოცნება” იმედს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ამყარებს, თუმცა საინტერესოა, რა იმედი შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილის პარტიას ახალი ადმინისტრაციისგან, როცა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებების ინიციატორები სწორედ ტრამპის პარტიის წევრები არიან. ჯო უილსონის არაღიარების აქტის მიმართ მხარდამჭერთა რიცხვი ჯერ არ ვიცით, თუმცა ცნობილია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს მის მიერ წარდგენილ მეგობარი აქტს, რომლის დამტკიცება 20 იანვრის შემდეგ იგეგმება. ამ დოკუმენტით იზრდება ხალხის მხარდაჭერა და სანქცირდება რეჟიმი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share