ოპოზიციონერ დეპუტატს, ანი წითლიძეს შეურაცხყოფა პრემიერის შემდეგ, პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიაყენა.
ანი წითლიძეს რატი ბრეგაძემ “გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით” მოსაუბრე უწოდა.
“დამშვიდდით, დამშვიდდით, თქვენს აქტივისტობასტან დაკავშირებით, მერე გიპასუხებთ. გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი ეს არის თქვენ ერთადერთი დანიშნულება. დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და ნუ საუბრობთ გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით, რომელიც რასაც ჩასძახებენ იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს, ამის უნარიც არ გაქვთ”,- თქვა რატი ბრეგაძემ.