„ამ ბოლო პერიოდში საქართველო გადავიდა საპარლამენტო სისტემაზე, უკანასკნელი არჩევნებით კი მოსახლეობამ აირჩია მრავალპარტიული არჩევნები, რაც დემოკრატიულობის ახალ საფეხურს წარმოადგენს. დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება, დრო არ ითმენს”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას. პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს, შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება. ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება, პირველ რიგში იმიტომ, რომ პარლამენტში ასეთი ძლიერი არ ყოფილა, 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია.
არასდროს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები – სხვა თანამდებობის დაკავება, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილის. მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები, როგორიც არის მაგალითად მინისტრების ინტერპელაციის წესით დაბარება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, მუდმივმოქმედ, სათათბურო საბჭოებში ნდობის ჯგუფსა და საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა. ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე უარის თქმა ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარუა, მით უმეტეს ახლად შექმნილი პარტიებისგან.
„დაპირდა ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას პარლამენტის ტრიბუნიდან და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას. ოპოზიციის ამომრჩევლთა უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემების მიმართ სასწორზე დგას”,- განაცხადა ზურბიშვილმა.