იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ენმ-ის წევრს,ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს მიმართა და უთხრა, რომ კანონმდებლობას არ იცნობს.
ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ენმ-ის შუამდგომლობაზე ისაუბრა.
“თქვენ გაქვთ თქვენი სამართალი, რომელიც სრულად არის აცდენაში სამართალთან. როდესაც მეუბნებით, რომ თითქოსდა, ჩემი ყველა განცხადება აცდენილია სამართალთან. ამას მეუბნებით თქვენ, რომელმაც შემოიტანეთ შუამდგომლობა, რომელიც არაფერ შუაში არც ქართულ კანონმდებლობასთან და არც მსოფლიოში რომელიმე ქვეყნის სამართალთან, რომლითაც ითხოვთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი გავიდეს ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ. საერთოდ გაქვთ წაკითხული რომელიმე კანონი, რომელიც მსგავს შუამდგომლობას რომ წერდით და კოლექტიურად აწერდით ხელს?”,- თქვა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიციის” თაოსნობით დააყენეს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მისი ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე. ოპოზიცია აღნიშნავს, ეს არ არის მართლმსაჯულებაზე თავის არიდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოწვეული შუამდგომლობა.