საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„მადლობელი ვარ ორი დიდებული პატრიოტის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრისთვის, რათა აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა დაიცვან და ივანიშვილის ტირანული რეჟიმი დაამარცხონ“, – წერს ჯო უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მომავალ თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტს შორის შეხვედრა შესანიშნავი იყო. მშვიდობა ძალის მეშვეობით დაბრუნდა“, – წერს ჯო უილსინი.
ჯო უილსონის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს გააცნო.
„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, – აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.