გურიის მოამბე

გახარია მასზე ჯგუფური თავდასხმის დამკვეთად ივანიშვილს ასახელებს

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი პოლიტიკური შურისძიება. მისივე თქმით, თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.

“მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან. რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე”, – დაწერა გახარიამ.

15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” ოლიგარქის “დეპუტატი” დიტო სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად, თავს დაესხა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას და ფიზიკურად გაუსწორდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share