„საქართველომ კანდიდატი ქვეყნის არანაირი მოლოდინი არ გაამართლა“ – კაია კალასი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკ დარბევაზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, კაია კალასი თბილისში, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბრუტალური ძალადობის ფაქტებს გმობს.

 

მისი თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას:

 

“მიუღებელია მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა რაც თბილისში ამ საღამოს მოხდა.

საქართველომ კანდიდატი ქვეყნის არანაირი მოლოდინი არ გაამართლა.

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.” – წერს კალასი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share