საქართველოს დატოვება მინიმუმ 55 ათას ადამიანს სურს – მიზეზი შიმშილია

ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შესრულებული დაპირება – საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან.

მას შემდეგ, რაც გერმანიამ სეზონური დასაქმების მსურველების რეგისტრაცია დაიწყო, მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ევროკავშირში სამუშაოდ წასვლის სურვილი 54 000-მდე ადამიანმა გამოთქვა და სისტემაში რეგისტრაციაც გაიარა. გერმანია საქართველოს მოქალაქეებს 3 თვემდე ვადით, დროებითი დასაქმებას საზაფხულო აგრარულ სამუშაოებზე სთავაზობს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და ეს კიდევ უფრო გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან.

დასაქმების მსურველელბა კი რამდნიემე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოთ, მათ შორის:

უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე – 18-დან 60 წლამდე;

გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში შენგენის სივრცეში მოგზაურობის ისტორია არ უნდა გქონდეთ;

უნდა იყოთ ფიზიკურად ჯანმრთელი და ფლობდეთ ინგლისურ და გერმანული ენაზე ელემენტრულ საკომუნიკაციო უნარებს.

როგორც ჩანს 55 ათასი ადამიანი ასეთი ჯანსაღი რესურით 3-მილიონიან ქვეყანას უახლოეს მომავალში დატოვებს, მხოლოდ ერთი მიზეზით – საქართველოში შიმშილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share