ცნობილი ხდება, რომ რეჟიმის კულტურის სამინისტრო დავით დოიაშვილის შემცვლელად, ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე, ცისია მეტრეველის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. ცისია მეტრეველი 2002 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია.
ის ერთ-ერთია, იმ მსახიობებს შორის, რომელიც კამერების წინ, დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ არ გამოჩენილა და პოზიცია არ დაუფიქსირებია. მედიას მეტრეველი არ დაუფიქსირებია, არც ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაებზე.
წყარო რეჟიმის კულტურის მინისტრის გარემოცვიდან, ყვება, რომ თიკა რუხაძე ცდილობს, მეტრეველის დარწმუნებას, დათანხმდეს მის შეთავაზებას.