9 მაისს, პუტინის აღლუმზე, ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცის, ოთარ ფარცხალაძის მისვლას “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე, ზაზა ბიბილაშვილი რეჟიმის მხრიდან გამიზნულ ნაბიჯად აფასებს.
როგორც ის აცხადებს, ივანიშვილის რეჟიმის მიზანია, რომ სამომავლოდ პუტინის რუსეთთან ქართველი ხალხის სახელით დიალოგი აწარმოოს და ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ნორმალიზება ოფიციალურად დაიწყოს.
”ფარცხალაძე სიმბოლოა დაუსჯელობის. კამერების წინ აუდიტის სამსახურის უფროსი სცემა, საკუთარ სარდაფში დააბა და აწამა სპორტის მაშინდელი მინისტრი, დღეს კი ქუჩაში დასეირნობს… რაც შეეხება იმის იქ ყოფნას, ივანიშვილის ხელიდან საქართველოს პროდასავლური კურსი დიდი ხანია მკვდარია. ამას ვაჩერებთ ჩვენ, ხალხი. მკვლელებს, კრიმინალებს, ბანდიტებს აგმირებენ. იგივე პერსონაჟები, რომელთაც რუსები არ ცვლიან, ცდილობენ, რომ ახალი შულავერის კომიტეტის მსგავსი რამ დადგან და თქვან, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი რუსეთთან დიალოგს ვითხოვთ. ამ ყველაფრის მიზანი არის რუსეთის შემდეგი შრე ამოცანების შესრულება, ეს არის საქართველოსთან ე.წ. ნორმალიზაცია”. – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.