“ოლიგარქია უნდა დაემხოს!“-ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან წერილს აქვეყნებს.

გვარამია მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიმართავს და ეუბნება: “ჰეი, ჯალათო ჯვებევ, ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: “მოდის, რევოლუცია მოდის”

”ჰეი, ჯალათო ჯვებევ, ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: “მოდის, რევოლუცია მოდის”

ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით.

არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.

Amicus Plato…

ოლიგარქია უნდა დაემხოს!”- წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights