გურიის მოამბე

გორგაძეს პნევმონია ჰქონდა, მკურნალობა გუშინ დაასრულა – ადვოკატი

რეჟიმის პატიმრის, გიორგი გორგაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, გორგაძეს ციხეში პნევმონია ჰქონდა. ის ითხოვს, რომ გორგაძე კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.

“გიორგიმ მკურნალობის კურსი გუშინ დაასრულა. მას გარკვეული ინექციები უკეთდებოდა, ანტიბიოტიკები – პნევმონია ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს საპატიმროებში გავრცელებული პრობლემაა […]

ჩვენ მოვითხოვეთ და პენიტენციურ სამსახურში განცხადება შევიტანეთ, რომ გიორგი კვლევებისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანონ – რადგან, როგორც ჩანს, ციხეში მისი სრულფასოვანი მკურნალობა ვერ მოხერხდა. თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია”. – თქვა თუთბერიძემ ფორმულას ეთერში.

დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე რეჟიმის პატიმარი, გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა. მას სასამართლოში ექიმების დახმარება დასჭირდა.

სხდომის დაწყების შემდეგ, გორგაძემ სასამართლოდან ციხეში დაბრუნება თავად მოითხოვა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights