მიუნხენის სუნი ანკორიჯში?
პუტინმა უიტკოფს სატყუარა გადაუგდო: დავთანხმდები ცეცხლის შეწყვეტას, თუკი უკრები ჩამაბარებენ პოკროვსკს, კოსტიანტინივკას და კრამატორსკს, ანუ მთლიანად დონეცკის ოლქს და ლუჰანსკის ოლქის დარჩენილ მცირე ნაწილს. გარდა ამისა, თქვენ და ევროპელებმა უნდა მომიხსნათ სანქციები. ანუ, გთავაზობთ (დროებით) ზავს მნიშვნელოვანი, გამაგრებული ტერიტორიებისა და მტკივნეული ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
სატყუარამ თავის მიზანს მიაღწია. ტრამპს ეამა სატყუარის პირველი ნაწილი „დავთანხმდები ცეცხლის შეყვეტას“. დანარჩენს შეხვედრაზე მოვაყომარებო. ის იმდენადაა აღტკინებული ნობელის პრემიისა და პუტინთან ხელსაყრელი ორმხრივი ეკონომიკური პროექტების პერსპექტივით, რომ ცეცხლის თუნდაც დროებითი შეწყვეტისათვის, პუტინს კრამატორსკს კი არა, ოდესასაც სიამოვნებით მიართმევდა.
მოკლედ, თითქოს ანკორიჯში მიუნხენის სუნი დადგა.
მაგრამ, უკრაინელთა და მსოფლიოს ყველა პატიოსანი მოქალაქის სანუგეშოდ, ეს ამბავი, ალბათ, არ გამოვა.
ტრამპი ვერ დაუშვებს იმას, რომ მისი სისუსტის ოპტიკა შეიქმნას. დემოკრატები კი არიან კატასტროფულად ცუდ ფორმაში, მაგრამ ამ ამბავს არც ისინი, არც რესპუბლიკელების ჯერკიდევჭკუაზედმყოფი უმცირესობა, არც მედია, და არც პრო-უკრაინულად განწყობილი ამომრჩევლები არ დაანებებენ. მითუმეტეს, რომ ეპსტაინის საქმე არსად წასულა, ის ტრამპის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. პლუს ინფლაცია. პლუს ქაოსური ტარიფები.
მეორე, ზელე არ და ვერ „გააპრავებინებს“ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის თუნდაც ერთი გოჯის დათმობას. უკრებს მიწის დათმობა რომ სდომებოდათ, ტრამპი რაში სჭირდებოდათ?
მესამე: ევროპელებმა, შეთანხმება სიმეტრიას უნდა ეფუძნებოდესო – თუ უკრები გადიან დონეცკიდან და ლუჰანსკიდან, რუსებმა უნდა დატოვონ ზაპორიჟიის და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილებიო. აქ არ ავხსნი რატომ, მაგრამ გამორიცხულია, პუტინმა თავის ჯარს ოკუპირებული უკრაინის თუნდაც ერთი კვადრატული მეტრი ნებით დაატოვებინოს.
მოკლედ, ანკორიჯის შეხვედრიდან როგორც ჩანს, არაფერი გამოვა. საკითხავი ისაა, გაბრაზებული ტრამპი გააგრძელებს თუ არა ევროპელებისთვის უკრაინის შეიარაღების მიყიდვას?
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ალექსანდრე კახა ლომაია