“… შენ ის მერი ხარ ვინც ლანჩხუთელი შინდისის გმირის ემზარ წილოსანის შვილი, უღირსმა მასწავლებელმა რომ გააგდო გაკვეთილიდან და მინიმალურადაც რომ ვერ დააფიქსირე პოზიცია, დიახ შენ ის მერი ხარ, რომელმაც შენივე მუნიციპალიტეტის მოაზროვნე, გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდა გიგი კილაძე ბორინკას ჯალათმა ხარებამ ძვლებში რომ დაამტვრია და მადლობა ხარებას გადაუხადე, ერთი მხარდამჭერი ან სოლიდარობის გამომხატველი სიტყვა არ დაგცდენია გიგის მისამართით. დიახ შენ ის მერი ხარ რომელიც უტიფრად საუბრობ საბავშვო ბაღებზე, უამრავი ფულია გაფლანგული და 2024 წლის სექტემბერში დასასრულებელი ბაღების (შრომისუბანი, ჯურუყვეთი, ეწერი, ჩიბათი.) მშენებლობა ზოგან არც კი დაწყებულა და ზოგან შეჩერებულია სრულად სამუშაოები…”
რამაზ გვარჯალაძე; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი-ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს:
რამაზ გვარჯალაძე, სოციალურ ქსელში, ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის, ლალი მოროშკინასთან ინტერვიუს გამოეხმაურა.
წერილს გთავაზობთ სრულად:
“ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მეგონა თუ მოახერხებდა რუსული ოცნება და მისი ადგილობრივი მონები დამატებით ისეთი ქმედების ჩადენას, ან პოზიციის დაფიქსირებას, რაც ემოციურად ისე იმოქმედებდა ჩემზე, რაიმე საპასუხო კომენტარი გამეკეთებია. სრულიად საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოუთმენლად ელოდება ოთხ ოქტომბერს, რათა სამუდამოდ დასამარდეს რუსული ოცნება, რომელიც სამწუხაროდ ცამეტი წელია ( რიცხვიც სიმბოლურია) მართავს ჩვენს ქვეყანას და მთელი ამ ხნის განმავლობაში, არნახული ტემპით მოახერხა სტაგნაცია, განათლების დონის ჩამოშლა ქვეყანაში, ნეპოტიზმი, კორუფცია, კრიმინალის ზრდა და მოკავშირეობა, ქვეყნიდან გაიქცა მილიონზე მეტი ადამიანი, დეკლარირებულად ერს თავზე გადაახია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და ოფიციალურად უარი თქვა ქვეყნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსული წარმოების ელმავლით ცდილობს ქვეყნის რუსეთის ფედერაციაში შეთრევას, ახლგაზრდებს დაუმტვრია სახის ძვლები, ციხეები გაავსო პატრიოტებითა და პოლიტ-პატიმრებით, ეს მცირე ჩამონათვალია იმ მოღალატეობრივი ქმედებების რაც რეჟიმმა ქვეყანას თავს დაატეხა, ამ მძიმე ვითარებაში კი ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩამობრძანდა რუსული ოცნების ფიზიკური და მორალური სახე, ქართული ოცნების დედა-მოროშკინა, რომელმაც თავის მხრივ ინტერვიუ ჩაწერა ჩვენი მუნიციპალიტეტის ე.წ. მერ სარიშვილთან. გულწრფელად ვამბობ, არც კი დავინტერესდებოდი ამ ჩანაწერით, მაგრამ იმდენი გაღიზიანებული ადამიანის პოზიცია მოვისმინე, გავიჭირვე და მეც მოვუსმინე ინტერვიუს. სხვაგვარად არ წარმომედგინა სარიშვილის ინტელექტის, პროფესიონალიზმის, მისი ზნეობრივი და მორალური ინსტიქტებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც რამოდენიმე დეტალზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ხო შენ სწორედ ის მერი სარიშვილი ხარ, ვინც მოროშკინასთან უნდა ჩაწერო ინტერვიუ და თათარაშვილი ამღერო ნაძვის ხესთან, ხო შენ სწორედ ის მერი ხარ, ვინც მოროშკინას სტუმრობა და გართობა თევზის დღესასწაულად გადააქციო და ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 10 000 ( ათიათასი) ლარი გამოყო “გულინკა”-სთვის, ხო შენ ის მერი ხარ, რომელიც ამ მძიმე ზამთარში, როგორც კი თოვა დაიწყო იმ დღიდან მანამ სანამ თოვლმა დნობა არ დაიწყო გამქრალი იყავი ფიზიკურად რადარებიდან, ( თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი ფეკალიებივით) დიახ შენ ის მერი ხარ ვინც აჭარიდან და მთელი საქართველოდან ჩამოსულ მოხალისეებს ახვედრებდი სხვადასხვა
სოფლებში შენს მონებს ( ე.ი. მონის მონებს, შენ თავადაც ერთი კაცის ან რამდენიმეს მონა ხარ) და პრობლემებს უქმნიდი, დიახ შენ ის მერი ხარ ვინც აღარ დაეხმარე იმ ადამიანებს ვინც მოხალისეების მისამართით მადლიერება გამოხატა, შენ ის მერი ხარ ვინც ზუსტად იცი ამუშავებულ ტრაქტორთან დაკავშირებული ისტორია და დამახინჯებული ფორმით საუბრობ მოროშკინასთან, ტრაქტორის მხოლოდ ძრავა მუშაობდა და მას სხვა სამუშაოს შესრულება არშეეძლო. შენ ის მერი ხარ ვისთანაც რვა წლის მანძილზე თხოვნით მისული მოქალაქე გადაჭრილი პრობლემით და მოგვარებული საქმით არ გამოსულა. ( შენი პასუხები მოქალაქეების მიმართ მუდმავად ისაა, “მე ვინ მკითხავს”, ” მე რა შემიძლია?”. “თუ მოვახერხებ დაგეხმარები” და დაშტამპული ღიმილიანი სახით მოქალაქის კაბინეტიდან გამოცილება. დიახ შენ ის მერი ხარ ვინც ლანჩხუთელი შინდისის გმირის ემზარ წილოსანის შვილი, უღირსმა მასწავლებელმა რომ გააგდო გაკვეთილიდან და მინიმალურადაც რომ ვერ დააფიქსირე პოზიცია, დიახ შენ ის მერი ხარ, რომელმაც შენივე მუნიციპალიტეტის მოაზროვნე, გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდა გიგი კილაძე ბორინკას ჯალათმა ხარებამ ძვლებში რომ დაამტვრია და მადლობა ხარებას გადაუხადე, ერთი მხარდამჭერი ან სოლიდარობის გამომხატველი სიტყვა არ დაგცდენია გიგის მისამართით. დიახ შენ ის მერი ხარ რომელიც უტიფრად საუბრობ საბავშვო ბაღებზე, უამრავი ფულია გაფლანგული და 2024 წლის სექტემბერში დასასრულებელი ბაღების (შრომისუბანი, ჯურუყვეთი, ეწერი, ჩიბათი.) მშენებლობა ზოგან არც კი დაწყებულა და ზოგან შეჩერებულია სრულად სამუშაოები. დიახ შენ ის მერი ხარ, რომელიც ( ოფლის წმენდით აღნიშნავ ინტერვიუში გუნდმა მთხოვა და მესამე ვადით ვიყრი კენჭსო) ოთხი ოქტომბრის სახალხო დღესასწაულის და რუსული ოცნების მშვიდობიანად დამხობის შემდეგ, ვეღარ გააგრძელებ ვერც პოლიტიკურ საქმიანობს, ვერ შეძლებ ოპონირებას, ვერც მშრომელი წესიერი გლეხი გახდები ვინაიდან მონა ხარ და სხვა რესურსი არ გაგაჩნია, შენ ის მერი ხარ, რომლის მერობის პერიოდში ჯანსაღი ახალგაზრდა ვერა თუ დასაქმდა საერთოდ მუნიციპალიტეტშიც კი არ დარჩა და მოროშკინასთან რომ აღნიშნავ სიმშვიდეა ჩვენთან და სკვერები გავაკეთეო, ყოველდღიურად მაგ სკვერებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსიარულე პანსიონერებს და მოქალაქეებს ქუჩის ძაღლები კბენენ. შენ ის მერი ხარ, რუსული ოცნების მშვიდობიანად დამხობის შემდეგ ე.ი. 4 ოქტომბრის შემდეგ არც მოროშკინა მოგიკითხავს და არც თანაგუნდელები, რადგანაც არ დაგიმსახურებია. ( ასე იტყვიან ჩვენი მერი იყო წარსულშიო). შენ ის მერი ხარ ვინც მოახერხე და შეძელი ზაზა ურუშაძე ” მოანატრე” ლანჩხუთელებს. დიახ შენ ის მერი ხარ რომელიც ისტორიაში შევა ყველაზე სუსტი, მატყუარა, უუნაროს სახელით, ( ვიზუალურ მხარეზე თუ როგორ გამოიყურები ბიძინას და მოროშკინას კითხე ლანჩხუთელებს ეგ არ აინტერესებს). შენ ტრაგიკული მერი ხარ, თანაგრძნობას დაიმსახურებდი რუსი მონა რომ არ იყო, დიახ შენ რუსი რუსი მერი ხარ სარიშვილო. ოთხ ოქტომბერს დასრულდები. თავისუფლება ხაბეს, თავისუფლება ყველა პოლიტ-პატიმარს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ტყვეებს, ოთხ ოქტომბერს იმარჯვებს საქრთველო სახელოვნად”