გურიის მოამბე

“ჩვენს რუბრიკაში, „ერთად გავბედეთ და შევძელით“, დღევანდელი ისტორია იმ მისიაზეა, რასაც დედობა ჰქვია”

სიყვარული, რომელიც გვათბობს რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“

 

ჩვენს რუბრიკაში, „ერთად გავბედეთ და შევძელით“, დღევანდელი ისტორია იმ მისიაზეა, რასაც დედობა ჰქვია.

პირველივე წამიდან, როცა ლიამ ხელში თავისი შვილი აიყვანა, იცოდა ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მისია: დედობა. და მას შემდეგ, არც ერთი წამით არ დანებებულა.

ბექას დაბადებიდანვე დაუდგინდა იშვიათი მეტაბოლური დაავადება – ფენილკეტონურია. თუმცა, ეს დიაგნოზი ლიასთვის არ ყოფილა სასოწარკვეთილების მიზეზი. სწორედ ეს გახდა მისი ძალა და ყოველდღიური ბრძოლა შვილის ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის.

 

ბექასთვის ლია იყო პირველი მასწავლებელი, მეგობარი და  დამცველი. დღესაც კი, როცა ბექა უკვე სრულწლოვანია, ლია სულ მის გვერდშია ჩუმად, მყარად, ურყევად და რაც მთავარია, დიდი სიყვარულით.

 

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა – „ქალები ქალებისთვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“

პროექტის მხარდამჭერები არიან – ბახვი ჰესი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა

 

გთხოვთ იხილოთ ვიდეო:  https://www.facebook.com/share/v/1BghECLAMN/?mibextid=wwXIfr

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights