საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ:
· ჩემია – პროექტის მიზანია შეიქმნას აპლიკაცია – ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელშიც მომხმარებელს სამოსის ონლაინ მორგება შეეძლება.
· GELA – პროექტის მიზანია, შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ფერმერებსა და მომხმარებლებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, შუამავლის გარეშე შეძლონ საკუთარი პროდუქტის გაყიდვა.
საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი, ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
დაჯილდოებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელთან ავთანდილ კასრაძესთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.