როგორც ფსიქოლოგს, ამ თემაზე დუმილი არ შემიძლია… ( ოზურგეთში გახმაურებული ძალადობის სავარაუდო ფაქტის შესახებ, გამოძიებამდე ფაქტი დადასტურებულად არ ითვლება)
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მასწავლებელი, მწვრთნელი, ქორეოგრაფი თუ ავტორიტეტული ფიგურა.
ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას არასოდეს არ აქვს გამართლება ( არა მარტო)
. ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“, არ არის „აღზრდა“, არ არის „ერთხელ მოხდა და არაფერი“.
მე ვემიჯნები და არ ვამართლებ ძალადობის არცერთ ფორმას — არც „სასწავლო პროცესის დროს“, არც „ემოციურ ფონზე“, არც „კეთილი განზრახვით“.ბავშვის უსაფრთხოება დისკუსიის საგანი არ უნდა იყოს.
ეს არის ღირებულება
P.S. გამოძიება, ექსპერტიზა დაადგენს სიმძიმის ხარისხს, თუმცა საჯაროდ დაზარალებული ბავშვის და მისი მშობლის მიმართ ზეწოლა მეტად აზიანებს ბავშვის ფსიქო ემოციურ მდგომარეობას. ასევე შესაძლოა თქვენ, თქვენს შვილებს კარგი გამოცდილება გაქვთ აღნიშნულ მასწავლებელთან, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს დაზარალებულ მოზარდზე ძალადობის ფაქტს!!!
ვიღაცისთვის შესაძლებელია ძალადობრივი ქმედება ,,უფროსის,, მხრიდან ნორმალიზებული იყოს, მაგრამ თქვენ ყველა არ ხართ!
ძალადობის შემდეგ ,,მაგრამ,, არ იწერება!
წერს, ფსიქოლოგი, ნონა მუხაშავრია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.








