გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა – ვირუსები და ისევ იმუნიტეტზე – მეორე ნაწილი

ვირუსები და ისევ იმუნიტეტზე.
მეორე ნაწილი
აიმაღლე იმუნიტეტი ———და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.
მოკლე და ზუსტი ეპიდემიოლოგიური შტრიხები, ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ ვირუსებზე.
დაუდგენელი მონონუკლეოზი ———-ქართული მოსახლეობის ჭირი.რატომ უზიანდებათ ქართველებს ყველაზე ხშირად ღვიძლი.
გაუაზრებლად დაკარგული ხანგრძლივი სიცოცხლე.მონონუკლეოზი——–კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ულტრათანამედროვე მედიცინის პოსტულატია ——-მოარჩინე ღვიძლი ბოლომდე და მორჩება ყველა დაავადება, მათ შორის ძლიერ გაუმჯობესდება ან მორჩება სიმსივნეებიც.
რა ხდება ვირუსის დროს?—-დეენემი ზიანდება,იმუნიტეტი ითრგუნება;თავისუფალი რადიკალების გამრავლება ძლიერდება, რაც საერთოდ, სიმსივნურ გადაგვარებებს იწვევს;მიტოქონდრიები ზიანდება,ტოქსინები ვეღარ გამოიდევნება ; ღვიძლი წყვეტს გლუტათიონის წარმოებას და ამის შესაბამისად, იკეტება ღვიძლის ანტიოქსიდანტური და ანტიტოქსინური ფუნქცია.გლუტათიონის სწორად შექმნის პროცესი, თავისი შემადგენელი ყველა რეაქციით,განაპირობებს სიცოცხლის მეტ ხანგრძლივობას. ვირუსის დროს ორგანიზმში ,მორფოლოგიურად უჯრედების დიდი ზიანი მიმდინარეობს.
იმუნიტეტი არის ორგანიზმის უსაფრთხოების სამსახური. ნებისმიერ მკვლელ ვირუსს ამარცხებს იმუნიტეტის ნორმაში ყოფნა, ექიმის გარეშეც კი. რა სიძლიერის არ უნდა იყოს ვირუსი–კოვიდის, ღორის, ქათმის და სხვები, გრიპი მხიარულ ფარგლებში გაიწოვება, თუ უპირველესად—- მაკროფაგები, ლიმფოციტები და ციტოკინები ნორმა იქნებიან. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ვირუსი უკან დაიხევს და არ გართულდება.
უძლიერესი ვირუსის დროს, თუნდაც, დაბალი იმუნიტეტი ყოფილიყო, ყველა ცოცხალი იქნებოდა და იქნება,თუ ექიმი მაკროფაგებს გაააქტიურებს და ციტოკინებს ნორმაზე ჩამოიყვანს. გართულებული ვირუსის მკურნალობას ხელს რომ მოკიდებს ექიმი, შედეგისთვის მას იმუნოლოგიური ცოდნა უნდა ჰქონდეს. თუ ჭარბი ციტოკინების დაბლა ჩამოყვანა ან მათი გამრავლებისთვის ხელშეშლა არ შეუძლია, ბუნებრივია , გართულებული ვირუსის შედეგებს ვერ შეაჩერებს.
ნებისმიერი შეტევა, ტკივილი, ჩირქგროვა, ასთმური შეტევა,ასთმური ბრონქიტის შეტევა,პანკრეატიტის გამწვავება, ფარისებრის წინაოპერაციული სტატუსი,ინსულტის და ინფარქტის წინა პერიოდი,ფარისებრის ჰორმონების მოჭარბება ანუ tsh და სხვების მატება, გულის სტენტირების წინა მდგომარეობა, მაღალი ტემპერატურა,ჰორმონული და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტერების მატება ანალიზებში,ამინომჟავების ან ვიტამინების ან ფერმენტების ნორმის ზევით მატება, შინაგანი ორგანოების უკმარისობები, სეროტონინის , ეპინეფრინის ან ადრენალინის მატება,ქრონიკული მაღალი წნევა, ვირუსები , კიბო, გახანგრძლივებული ჭარბი ქოლესტერინი, ფილტვების ანთება,ალერგიის გამწვავება, პლევრიტი,დიარეა, სარკოიდოზი, გაციების დროს ცხვირიდან გამონადენი,შუა ყურის ანთება, ჰიპერტონული კრიზი;აკნეს , ჭინჭრის ციების ან ეგზემის გამწვავება;მაღალი შაქარი,სახსრის ანთება, რადიკულიტი, ნებისმიერი ანთება და სხვა ყველა გამწვავებული მდგომარეობა—————————— ციტოკინების სწრაფი და უხვი გამრავლებაა. ეს გამწვავებები სწორედ ციტოკინების გამრავლების გამო ხდება.რაც აზიანებს ორგანიზმს და თუ სწორი მკურნალობა არ დაურჩა სიცოცხლეს ამოკლებს .ვითარება დახმარებით ჩაცხრება, მაგრამ,თუ დახმარება თანამედროვე და უმაღლესი დონის არ არის, გაზრდილი ციტოკინები დარჩება, რომლებიც ჭამენ ორგანოების ქსოვილებს და გადააგვარებენ.ხოლო ,ამ პრობლემების კრიტიკულად მაღალი ხარისხი ციტოკინური შტორმებია.მაგალითად —–ფარისებრის შტორმი ტაქიკარდიით,გართულებული ვირუსის ციტოკინური შტორმი, მწვავე პანკრატიტის კლასიკური შეტევა,სტენოკარდიის შეტევა ინფარქტამდე,ჰიპერტონული კრიზი ინსულტამდე,მწვავე დაუგეგმავი ოპერაციები,დაუგეგმავი გულის სტენტირების ოპერაცია,ფსიქიკური შეტევა, შარდ-კენჭოვანი ან ნაღველ-კენჭოვანი შტორმი, ძალიან მაღალი შაქარი,შინაგანი ორგანოების უკმარისობის ბოლო სტადიები და სხვა. არცერთი ეს ჩამოთვლილი არ ხდება კარგი იმუნიტეტის ფონზე.
იგივე ორგანული ნატურალური , იმუნოლოგიური მედიკამენტები , რაც ძლიერი ვირუსების დროს გონიერი ექიმების მიერ გამოიყენება , თანამედროვე მედიცინაში——- აჩერებენ სიმსივნეებს.ისინი იმუნიტეტს ამწიფებენ.არავინ არ კვდება, თუნდაც სიმსივნიანი, როცა ჯანსაღი იმუნიტეტია .მაგალითები გინახავთ——ღარიბი სიმსივნიანი, რომელსაც მკურნალობის ფული არა აქვს ,ცოცხლობს და აქტიურია, ვიღაცას კი ძვირადღირებული მკურნალობა ჰქონდა და მაინც მალე გარდაიცვალა.იმიტომ, რომ მეორეს——სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა და არ მომხდარა მკურნალობის დროს ამ ფაქტორის წინ წამოწევა და გაძლიერება.მეტი შრომა ჩაიდო სიმსივნური უჯრედის განადგურების მცდელობაში. რაც ყოველთვის უშედეგოა, თუ ჯერ იმუნური ფონი არ წამოიწევს. თუ ადამიანს საშუალო დონის იმუნიტეტიც კი არა აქვს, უკვდავების წყალი რომ დაალევინო მაინც არ შველის,სანამ იმუნურ უჯრედებს არ გაააქტიურებ. იმუნური უჯრედების გააქტივება——ეს არის თანამედროვე მედიცინის მთავარი პრინციპი ადამიანის გადარჩენის და ნებისმიერი დაავადების მორჩენის დროს. მკურნალობის მიმღებლობა მხოლოდ იმუნიტეტის ფონზე ხდება.ანუ უძვირესი ფასის წამლები რომ მისცე ,მაინც არ უშველის ,თუ იმუნიტეტი დაბალია. იმუნიტეტი არის შუამავალი რგოლი და საშუალება, რითაც ადამიანი ამ სამყაროში დამაგრდება და მის ყველა აგრესიულ გამოწვევას გაუძლებს. დაბალი იმუნიტეტის ადამიანს ამ სამყაროზე სასიცოცხლო მოჭიდების ყველა შანსი ამოწურული აქვს.საშუალო დონეზე მაინც, თუ არა აქვს ადამიანს იმუნიტეტი, მას მარტივი გაციებაც გაურთულდება.დაბალი იმუნიტეტი ექიმს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ იმუნური აქტივაციის გარეშე შედეგი დადოს.
ადამიანის არსება ბუნებისგან შექმნილი ფენომენია.სამყარო ექიმს შედეგის უფლებას არ მისცემს თუ ის ქიმიურ თამაშებს წამოიწყებს. რატომ, როცა ამერიკა- ევროპის ყველაზე ძლიერ კლინიკებში ქიმიოთერაპია ნატურალური მედიკამენტით მიდის.რომელიც ან ხილია ან სხვა მცენარე და ქიმიურზე უფრო ძლიერია, მაგრამ, დაზიანების მაგივრად აუმჯობესებს.იმუნიტეტს ,კიდევ უფრო დადაბლების ნაცვლად ,მაღლა ასწევს. სამყარო ადამიანს ამ პლანეტაზე ამაგრებს და მოაცდევინებს ანუ აცოცხლებს, მხოლოდ, ამავე სამყაროსგან ბოძებული იმუნიტეტით. ანუ იმუნიტეტი ,ძალა და ერთადერთი შესაძლებლობაა—– იცოცხლო და ამ პლანეტაზე, დარჩე და იარსებო. თუ ექიმი იმუნიტეტის ამაღლების ფონზე ატარებს მკურნალობას,ეს არის ის ბუნებრივი მდგომარეობა, რაც მას ეხმარება ამ ადამიანის გაჯანმრთელებაში.
კარგი იმუნიტეტის ფონზე მაკროფაგების და ლიმფოციტების გმირობაა ის, რომ ბევრ ადამიანს ჰყავს ვირუსი და საერთოდ ვერ გრძნობს ამას. მაკროფაგები და ლიმფოციტები ისე ანადგურებენ ვირუსს , რომ ადამიანი არ დაშავდება. მისი უჯრედები გადარჩება. ხან ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება, როგორ მარცხდება მასში ვირუსი ან სხვა დაავადება,როცა კარგი ან კარგთან მიახლოებული იმუნიტეტი აქვს.
ვირუსი მძვინვარებას იწყებს,თავის ტკივილი ერთი პარაცეტამოლით მარცხდება.ამ დროს მოჭარბებული ციტოკინები უკან იხევენ.ვირუსი მძვინვარებს, მაგრამ იმუნური სისტემა მას ამარცხებს. ეს ხდება, მხოლოდ, კარგი იმუნიტეტის დროს.კარგი იმუნიტეტის დროს იმუნური წამლები საჭირო არ არის. როცა იმუნიტეტი კარგია,ადამიანს ცივ სეზონზე ვირუსები რამდენიმეჯერ შეიძლება შეეჭრას. მაგრამ, ბე და ტე უჯრედები ანუ ლიმფოციტები, მაკროფაგები და იმუნიტეტის სხვა მებრძოლები ისე მოქმედებენ,ადამიანი ვერც იგებს როგორ თავისუფლდება ვირუსის და სხვა ანტიგენებისგან.
პირველ ნაწილში სხვა მხრიდან ნაწლავებზე ვისაუბრე . სულ გახსოვდეთ——-იმუნიტეტისთვის სასიცოცხლოა ბოჭკოვანის გამოყენება კვებაში. დეტალურად ამაზე ვირუსის დროს კვების განხილვის ნაწილში ვიტყვი. იმუნიტეტი იბადება და მწიფდება ნაწლავებში. რასაც და რამდენს ჭამ, ისე იცოცხლებ .რაც ძალიან ცოტას ჭამ ყოველ სამ ან ოთხ საათში, უფრო მეტს იცოცხლებ.ადამიანს აზიანებს როგორც ერთ კვებაზე ბევრი ჭამა, ისე დაგვიანებული კვება , ყველაზე მეტად კი—- კვების ჩაგდება.
თუ——- რეზისტენტობები, ლეპტინი , ადიპონექტინი და ქოლეცისტოკინინი მოშლილია და ჭამა გაძღომამდე მიდის, მაშინ ადამიანმა დაგეგმილი კვების წინ— ნიგოზი ან სხვა თხილეული უნდა ჭამოს. რომ შემდეგ, ბევრი ჭამის დროს ორგანიზმი არ დაზიანდეს. გაძღომას ყველა ნანობს.მაგრამ ,ადამიანი ჭამის მომენტში ამას ვერ ხვდება, რადგან ტვინის ჰიპოთალამუსში კუჭ-ნაწლავზე მეთვალყურე უბნები დაზიანებული აქვს———რეზისტენტობების, ლეპტინის , ადიპონექტინის და ქოლეცისტოკინინის დარღვევის გამო. ყოველი გაძღომა იმუნიტეტის დაბომბვაა და იმუნურ ბანაკზე შეტევაა.ხოლო, შეტევის შედეგების ალაგებისთვის ისევ იმუნიტეტი იხარჯება .შიმშილიც ორგანიზმის ტოტალური ზიანია.თუნდაც დროებითი შიმშილის შემდეგ დაზიანებული უჯრედების სწორი ჟანგვითი პროცესების აღდგენას დრო და იმუნური დანახარჯები აქვს.
ნაწლავების პრობლემები იწყება ბოჭკოს შემცირებით. ყველაზე სასიცოცხლო , სასწაულების მომხდენი იმუნური პრეპარატები ——-ბოჭკოვანია.სრული იმუნური სისტემის 70 პროცენტზე მეტი დაბანაკებულია ნაწლავებში. მედიცინაში დღეგრძელობის ათვლა იწყება ნაწლავებიდან.იმუნიტეტზე სწორი მიდგომა და მისი მომწიფება ნიშნავს —-ათეული წლებით მეტ სიცოცხლეს, მიუხედავად დაავადების ფონისა. იმუნიტეტის ლიდერ ორგანულ მედიკამენტებს ზუსტად ეს მიზანი აქვთ.ისინი უდიდეს გავლენას ახდენენ ნაწლავის სისტემის იმუნურ უჯრედებზე. როგორც ყველა დაავადების, ისე ვირუსის მართვა ხდება ნაწლავებიდან .თუ ნაწლავის ფლორა ნორმას მიახლოებულიც არ არის, წამალი და საკვებიც კი ნაწილობრივ შხამი ხდება.ნაწლავის მაკრობიოტიკული სისტემა რაც უფრო ნორმაა, უფრო მეტს იცოცხლებს ადამიანი. ნეიროტრანსმიტერების და ამინომჟავების შექმნა და შეწოვა ნაწლავებიდან ხდება. ეს ორი , როგორც დირიჟორი ორკესტრს, ისე მართავს სიცოცხლის ყველა რეაქციას.
ტერმინი-მაკრობიოტიკი პირველად ჰიპოკრატემ ახსენა და ბერძნულად ნიშნავს ხანგრძლივ სიცოცხლეს. ამიტომ არის ნორმული კვება—– სასიცოცხლო. ამიტომ არის სასიცოცხლო დახმარება პაციენტისთვის, ორგანული ნატურალური წამლების შემდეგ სუპერფუდების დანიშვნა, რომლების მაღალ ხარისხებს ამერიკული ფარმაცია ამზადებს .მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ მარტო ქიმიურ წამლებზე აქცენტირება, მხოლოდ სიმსივნეებისკენ მიდის. სუპერფუდების ფერმენტირებულ საკვებში ბალანსირებულია ინის და იანგის ფაქტორი.რის შედეგად თავად სამყაროა თანახმა ,რომ კონკრეტული საკვები ადამიანისთვის სისიცოცხლოდ მხოლოდ მომგებიანი იყოს, ალერგიების და სხვა გართულებების გარეშე. იგივე პრინციპია და სწორი მკურნალობის უფრო მაღალი ხარისხია, როცა ექიმებს ეპიგენეტიკით გამოგვყავს დანიშნულებები და კვებაც .დანიშნულებების შესადგენად თავიდანვე ეპიგენეტიკა ავირჩიე. ეს ურთულესია, რადგან ბოლო რეაქციებამდე ხდება დაავადების და ორგანიზმის გაშიფრვა.ამ დროს, სისხლის სისტემის ანტიგენებზე ზუსტად, კოდურად მორგებული კონკრეტული ხილი ან მწვანილიც წამალია. რადგან, ზუსტად ის სჭირდება ადამიანს ამ დღეს სიცოცხლის ფორმულისთვის. ხოლო სისხლის ანტიგენების მიმართებით ანუ ეპიგენეტიკით გამოყვანილი აუცილებელი მედიკამენტი ზუსტად ის არის, რაც სჭირდება ადამიანს ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტირებული ფორმულის შესაქმნელად.
მეცნიერებამ დააამტკიცა, რომ სუპერფუდი დიეტა არ არის, არამედ ის სიცოცხლის გასახანგრძლივებელი საჩუქარია სამყაროდან. მაკრობიოტიკული სუპერფუდები პაციენტს ინდივიდუალობის მიხედვით შეერჩევა. ვინც სრულად მიყვება ექიმის მკურნალობას, მესამე კურსიდან მაკრობიოტებზე გადადის. რადგან, ფერმენტირებული საკვები აცოცხლებს და ააქტივებს ნაწლავის კედლის კეთილ ბაქტერიებს და ისე წმენდს ნაწლავებს, რომ ვირუსი და სხვა მავნე აგენტი, მათ შორის კიბოს აგენტი ფეხს ვერ მოიკიდებს.
როცა ადამიანს კოლიტი აქვს ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან მონელების დარღვევა,ყაბზობა, დიარეა, გაზები, მუცლის შებერვა და სხვა, ვირუსის დროს ისევე როგორც ბევრი დაავადებისას მის ნაწლავში ხდება—— ლეიკოციტების ძლიერი, ავთვისებიანი ტიპის მიგრაცია,ციტოკინების რიცხვის უხვი გამრავლება და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტების,კერძოდ ,უფრო მეტად, ბე4 ლეიკოტრიენების რიცხვის ჭარბი გაზრდა. ამ დროს ნაწლავში იზრდება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც საერთოდ,იწვევენ მძიმე დავადებებს და სიმსივნეებს, ახლა კი ჯერ ნაწლავის ფლორას აზიანებენ. ეს ხდება ნაწლავში ,როგორც დაავადებების , ისე ყველა ვირუსის დროს.მითუმეტეს, იზოლირებულად ნაწლავებში არსებული პრობლემის დროს, ეს პროცესი თავისთავად მიდის.ამიტომ არ არის ხანგრძლივი სიცოცხლე. ბევრ რამეს უძლებს და ებრძვის ადამიანის ორგანიზმი.ამიტომ არის საჭირო პირადი ექიმები, რომ ყველაფერი იცოდნენ თავის პაციენტებზე.
იმუნიტეტის წამლები უამრავია. მაგრამ შედეგს მხოლოდ რამდენიმე აღწევს.იმუნიტეტის ყველაზე რეალურ, შედეგიან, ორგანულ, ნატურალურ წამლებს უნიკალური მოლეკულები აქვთ. ისინი შედიან სასარგებლო რეაქციებში იმუნიტეტის აქტივატორ უჯრედებთან და ძლიერ მოდულატორულ ნივთიერებებთან, მაგალითად,ტე ლიმფოციტებთან და გამა ინტერფერონებთან.შედეგად ხდება სასიცოცხლო ცხიმოვანი მჟავების ნორმაში გამომუშავება,კრებსის სიცოცხლის ციკლის ჯანმრთელი დინება.ფარმაციას აქვს, როგორც სასიცოცხლო წამლები,რომლებიც სიცოცხლეზე მუშაობენ, ასევე პაციენტის დამცდენი და თვალსატყუარა , უამრავი ფუტურისტული მედიკამენტი.წამლის არჩევის დროს, ყველაფერი ექიმის ცოდნასა და გამჭრიახობაზეა დამოკიდებული.მითუმეტეს ამ დროში . დაავადების დროს ორგანიზმის მოთხოვნილებაზე მორგებული წამალი ექიმს დიდი შრომით გამოყავს.
პირველადი იმუნოდეფიციტი გენეტიკური მოშლების გამოა და ძალიან ხშირად მემკვიდრულია. მეორად იმუნოდეფიციტს ქმნის გარე სამყაროს ზეწოლები და მოვლენები. მედიცინის მეცნიერება იმუნოდეფიციტის მიზეზებში, განსაკუთრებით გამოყოფს —-ქიმიოთერაპიას , ზოგ აგრესიულ ვირუსს და ზოგიერთ ქიმიურ წამალს.
პირველადი იმუნოდეფიციტის მაგალითებია———კანის გამონაყრით მიმდინარე დაავადებები, ინფექციური სნეულებები, ქრ ბრონქიტი, ქრ ფილტვების ანთება;ქრონიკული აშლა——-დიარეა, თუნდაც პერიოდული და მცირე ;ქრონიკული რინიტი ან სინუსიტი, ასთმური ბრონქიტი, ოტიტი,ჰერპესი, მეჭეჭი, ჩირქგროვა,სოკო, სტომატიტი; წონაში ან ზრდაში, თუნდაც პერიოდული ჩამორჩენა და სხვა.პირველადი იმუნოდეფიციტი, უხშირესად ,პედიატრიული ასაკიდან იწყება.მაგალითად, იმუნოგლობულინ—–A ს თანდაყოლილი ნაკლებობა,რაც ზრსდასრულობაში მძიმე ჰორმონული აშლებით,კანის ინფექციებით, აკნეთ, ეგზემით ან ჭინჭრის ციებით და ზოგადად ,თირკმელზედა ჯირკვლის მძიმე ქრონიკული—— ამ გამოხატულებებით მიდის . ხშირად კი თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის სიმსივნეა.მეორადი იმუნოდიფიციტი უფრო მეტ დაავადებას მოიცავს.
რაც დაავადებები ტანჯავს ადამიანებს, 80 პროცენტი არის ვირუსებისგან ან ვირუსების მიერ გააქტივებული მიკრობებისგან.
ცივ სეზონზე რესპირაციული დაავადებები იმატებენ და იწვევენ იმუნური სისტემის მავნე პროვოცირებას.იმუნიტეტს გაფრთხილება , დაცვა და სტიმულირება სჭირდება,რომ ადამიანებს დაავადებები და გართულებები ააცილოს. თუ ადამიანს ერთ-ერთი აქვს ჩამოთვლილი დაავადებებიდან ან მეორადი იმუნოდეფიციტი აქვს და იმუნოგლობულინების და ამინომჟავების გაანალიზების ფონზე არ მკურნალობს,აუცილებლად უშედეგო იქნება მკურნალობა. რადგან, იმუნოგლობულინები იმუნიტეტის შესაფასებელი ერთადერთი შესაძლებლობაა.
იმუნოდეფიციტთან მებრძოლი კარდინალური სამკურნალო საშუალებების გარდა, ასევე მთავარია-ჰიგიენასთან მენტალური შესისხლხორცება.ნებისმიერი ლუკმა პირისკენ დაბანილი ხელით უნდა წავიდეს.აუცილებელია კბილების მოვლა, ჟანგბადის სიყვარული, სრული ძილი,სტრესების აცილება,ნატურალური კვება.
იმუნიტეტის ჯარისკაცებზე უხშირესად ვსაუბრობ და წინა ნაწილშიც ვისაუბრე , ისევ ვაგრძელებ.
ჯანმრთელობა ყველა სინათლის ჭიშკარია.სიბნელეა თუ თანამედროვე ადამიანმა ტე და ბე ლიმფოციტებზე არაფერი იცის. როცა მათი გადახრების კისერზე უამრავი სიმსივნეა.ისინი ბევრჯერ დავახასიათე და ახლაც განვიხილავ.
ბე და ტე უჯრედები ანუ ლიმფოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია.ბე და ტე უჯრედები გენერლებივით არიან.საბოლოო დარტყმას იღებენ და ამ ყველაფერს აკონტროლებენ.ბოლო სიტყვა სიცოცხლისათვის, როგორც ვირუსების , ისე სხვა დაავადებების და კიბოს დროს, ბე და ტე ლიმფოციტებს ეკუთვნით.
ბე უჯრედები ინფექციების დროს ანტისხეულებით იბრძვიან.
ანტიგენ -ანტისხეულის რეაქცია ბევრჯერ ავხსენი, ახლა მოკლედ–ანტიგენებია ისინი, რომლებიც ვირუსების, სოკოების, ბაქტერიების,მიკრობების გარეთა ზედაპირებზე არიან დაბუდებულები.
ანტისხეულები, ორგანიზმის მებრძოლი ცილებია ანტიგენებთან დასახვედრად.ანტიგენ-ანტისხეული რომ ერთმანეთს შეეჯახება,ორგანიზმის ბრძოლა დაავადებების, ვირუსის და სხვა ინფექციების ასაცილებლად მაშინ იწყება. პირველი სიგნალი ამ დროს ფაგოციტებთან მიდის. ფაგოციტები პირველ ნაწილში დავახასიათე და მათზე ხშირად ვსაუბრობ.ფაგოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია.ფაგოციტები შემოჭრილ ანტიგენებს ჯერ კლავენ და შემდეგ ყლაპავენ.როგორც უკვე ვთქვი ბე უჯრედები ანუ ბე ლიმფოციტები ინფექციებთან საბრძოლველად ანტისხეულებს იყენებენ.ფაგოციტიც ანტისხეულია.ტე ლიმფოციტები კლასიფიკაციით კილერებია .ტე კილერები ამსხვრევენ როგორც ინფექციების დამწყებებს , ასევე კიბოს უჯრედებს.ტე ლიმფოციტ კილერი დააჯდება უჯრედს და დაასხამს შხამს.შხამი დახვრეტს უჯრედს.უჯრედები გადაიხსნებიან და კვდებიან.მათ სიკვდილთან ერთად ვირუსის აღსასრულიცაა ანუ ვირუსი კვდება. ეს იყო ტე ლიმფოციტ კილერები. ხოლო ტე ლიმფოციტ ჰელპერები შემოჭრილებს არ აზიანებენ.ისინი ბრიგადირებია და თეორეტიკოს მეცნიერებივით იქცევიან.აკვირდებიან მუშა ტე კილერ ლიმფოციტებს და სადაც საჭიროა იმ ბრძოლაში ჩართავენ.
ბე ლიმფოციტებისგან იბადება პლაზმური უჯრედები.ხოლო მათგან კი ანტისხეულები. ბე უჯრედები ანუ ბე ლიმფოციტები ძვლის ტვინში იქმნებიან.ბე უჯრედები იმუნიტეტის მეხსიერებას და კონსტრუქციას ქმნიან.
ტე, ბე და ნკ ლიმფოციტებზე, ნეიტროფილებზე და მაკროფაგებზე გადის, ძირითადად, ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლის მაგისტრალური ხაზი. ნკ ლიმფოციტებს მედიცინა ნატურალურ კილერებს ეძახის.
ადამიანში მიმდინარე მილიონობით ასეთ ორგანიზებულ ჭკვიან რეაქციებს ერთი კაცი ვერ მოიფიქრებს. ადამიანს მართავს სამყარო და ყველა დამოკიდებული ვართ გარე სამყაროზე. სამყარო ყოველთვის იძლევა ადექვატურ პასუხს, არა მარტო ფიზიოლოგიურ დარღვევებზე, არამედ მორალურ გადაცდომებზე.ადამიანი როგორც არღვევს ბუნების ნატურალურ წესებს , ისე ზიანდება ორგანიზმი. ასევე, თუ ბოღმით ცხოვრობს, ნაკლებ სიკეთეს მოიმკის.
ექიმის სასიცოცხლო მოვალეობაა ტე და ბე ლიმფოციტების სტატუსი შეამოწმოს.თუ ანალიზის შესაძლებლობა არ არის, ამას გამოცდილი ექიმები სიმპტომებზე იეჭვებენ. ბევრი შემთხვევებია, ადამიანები სამუშაოებზე კვდებიან დაუდგენელი მიელომებით, ლიმფომებით და სხვა სიმსივნეებით.რადგან, მიუხედავად ექიმთან ვიზიტისა მათი ლიმფოციტები და სხვ ა იმუნური კომპონენტები ანუ იმუნიტეტი არ შეუმოწმებიათ. მკურნალობის დროს კი, პირველი ამოცანა ეს არის.იმუნიტეტი არის სასიცოცხლო სისტემა, დამცველი ფარი, რომ ადამიანმა სამყაროს ყველა ——მექანიკურ, ქიმიურ და ასევე ტოქსიკური ადამიანებისგან მორალურ შემოტევებს გაუძლოს და იცოცხლოს. ამ ყველაფრისგან ადამიანს იმუნიტეტი იცავს.
იმუნური სისტემის სათავეა ——–ძვლის ტვინი და თიმუსი. თიმუსს ტაბუ აქვს დადებული დაბალი დონის მედიცინაში. რადგან, მასზე დაყრდნობა საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს.იხ ჩემი სტატია— თიმუსი. ხოლო იმუნური სისტემის პერიფიერიული ცენტრებია—ტონზილები, ელენთა და ლიმფური კვანძები.ტონზილების ოპერაცია აუცილებლობის გამო, პედიატრიული სტანდარტით თუ ხდება ,იძულებითი მდგომარეობის გამოა და დასაშვებია ამ დროს—– სამი ან მეტი ჩირქოვანი ანგინა ერთ წელიწადში მაღალი სიცხეებით; გულის დაზიანების ან თირკმლის დაზიანების ან რევმატიზმის ნიშნები.ასევე გასათვალისწინებელია სისტემური დაავადებები. დანარჩენ შემთხვევებში დაუშვებელია. ადრე დიდი შეცდომით ეს ოპერაციები უხშირესად ხდებოდა და საამქროები იყო ეწ გლანდების. ეს დაუშვებელია ,რაც იმუნიტეტის დიდი დაზიანებაა.ეს იყო იმუნიტეტის ხელოვნური ამოგლეჯა. ეს იყო გაუაზრებლად დაკარგული ხანგრძლივი სიცოცხლე.
ძვლის ტვინი ქმნის ღეროვან უჯრედებს, ნეიტროფილებს,ლიმფოციტებს.ისინი იმუნიტეტის მთავარი დამრტყმელი ძალებია.ნეიტროფილები ერთითაც რომ არის გადახრილი სისხლის საერთო ანალიზში,უკვე ორგანიზმში დიდი დამზიანებელი ძვრებია.სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც სხვა ანალიზებთან შედარებით იაფია, ექიმსაც და პაციენტსაც უნდა აფხიზლებდეს მომავალ საშიშროებებზე.მეტი რა ქნას ღმერთმაც და სამყარომ, გზაზე წინ ხომ არ გადაუდგება ადამიანს. იაფიანი ერთი ანალიზის ნეიტროფილებითაც კი გამცნობს , რომ ეს სერიოზულია და ორგანიზმის თავდაცვა უნდა გააძლიერო.ამ დროს ძვლის ტვინი, რომლის ჯანმრთელობა სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტია, დაცვას და გადარჩენას გთხოვს.აღარ არის საუბარი და გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ დაბალ ზღვარზე ან ნორმის ქვევით თრომბოციტებზე ხან ,ოლიმპიური სიმშვიდით არის პასუხი —–დაველოდოთ და ანალიზი გავიმეოროთ დროში.ეს არის ორგანიზმის თანდათან განადგურების დალოდება.
ამას ხშირად ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ—–ანალიზის ქვედა ან ზედა ზღვარზე მყოფი პარამეტრი, უამრავ შემთხვევაში დასტურია—–ნელი ინფექციების და სისტემური დაავადებების, რომლებიც თავისთავად უმძიმესი პროცესებია, ასევე ფონია სიმსივნეების. მწვავე დაავადება და შესაბამისად, ანალიზში გაზრდილი პარამეტრი, შეიძლება უკვალოდ გაქრეს. მაგრამ,მყარი მონაცემი,პარამეტრის ზედა და ქვედა ზღვარზე დიდხანს ყოფნის, ეს დაავადების რთული სტატუსის სიგნალია. სწორედ ეს არის უხშირესი მიზეზი უცოდინარობით მიღებული სიმსივნური გადაგვარების.
————–პარამერტის ზედა ან ქვედა ზღვაზე ყოფნა————– ნორმას არ ნიშნავს.
უამრავი ვირუსი არსებობს. მხოლოდ ძალიან გავრცელებულების მთავარ ეპიდემიოლოგიურ შტრიხებს განვიხილავ .ამიტომ, მცირე ექსკურსს გავაკეთებ მიკრობიოლოგიაში.სწორად რომ იმკურნალო უზუსტესად უნდა იცოდე —-რა არის ამ დაავადების გამომწვევი.
ვირუსების მკურნალობის დროს ადამიანების სიცოცხლე დამოკიდებულია ჭკვიანი ექიმების იმუნოლოგიურ ცოდნაზე. რადგან, ვირუსების უმრავლესობას დასრულებული ჰაიდლაინი არა აქვთ ან სულ არა აქვთ. ანუ სპეციფიკური წამალი და პროფილაქტიკური მეთოდი ბევრი ვირუსის, ჯერ მედიცინაში დადგენილი არ არის.
გრიპის ვირუსი
გრიპის ვირუსები ორთომიქსოვირიდების ოჯახშია.მათ ტროპიზმი მუცინში უყვართ.ანუ ლორწოვანი გარსის წებოვან
ნივთიერებაში. ამიტომ არის ლორწოვანი პრობლემები გრიპის დროს.გრიპის ვირუსების მორფოლოგიური ნიშანია ჰემაგლუტინინის და ნეირამიდაზას შემცველი კბილანების გამოშვერილები.როგორი ცუდი დამზიანებლებიც არიან, ისე დაღრეჯილად და კბილდაკრეჭილად გამოიყურებიან მიკროსკოპში.
გრიპის ვირუსის ნეირამიდაზა რესპირაციული ტრაქტის და ლორწოვანის დამცავი შრის დაშლას ახდენს.
თუ გრიპის ვირუსი აგრესიულია და ლიმფურ კვანძებში ლიმფოციტები დააზიანა, ამ ვირუსის გადამტან ადამიანს შეძენილი იმუნოდეფიციტი დაუმკვიდრდება. გრიპის ვირუსის ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი.ეს ვირუსი გადადის ჰაერ-წვეთოვნად.ადამიანის და ფრინველის გრიპის ვირუსის შუალედური მასპინძელია ღორები.გრიპის ვირუსის ტრამპლინური სამყოფელი ადრე მარტო გარეული ფრინველები იყო.მაგრამ, გრიპის ვირუსებმა მომდევნო პერიოდში ღორები აღმოაჩინეს.ანატომიურად, ღორი ადამიანის იდენტობას ძალიან არის მიმსგავსებული სხვასთან შედარებით.ამ ეტაპზე, ღორი უხშირესი ბაზა გახდა ანუ შუალედური მყარი რგოლი,რომ ვირუსებმა ფრინველებიდან ადამიანებზე ჩასახლება შეძლონ უფრო ადვილად და ხშირად . თუ მიკროფერმა გაქვთ და ღორს საკვებს აძლევთ, ყველა მიახლოებაზე ახალი, ორმაგი პირბადე გაიკეთეთ.მითუმეტეს, ცივ სეზონზე.
ჰერპეს ვირუსი
ჰერპესი ინფექციური დაავადებაა.ჰერპესის ვირუსი უხშირესად გარგნულად არ ჩამს.ანუ თუ ტუჩზე არ არის ეს იმას ან ნიშნავს, რომ არ იყოს.ჰერპესი მაშინ გამოცოცხლდება, როცა იმუნიტეტი დაეცემა ანუ ან სტრესია ან ფიზიკური დატვირთვა ან გამოსხივება ან სხვა. როგორც პირველ ნაწილში ვთქვი, ადამიანის იმუნური უჯრედები შეიცავენ ამინომჟავებს .მხოლოდ, გააქტივებულ იმუნურ უჯრედებს შეუძლიათ ვირუსების და მათ შორის ჰერპესის შებოჭვა.მედიცინის მეცნიერებაში ეს უკვე მტკიცედ დადგენილია. ჰერპესს სტანდარტული წამლები ვერ კლავს. ამიტომ არის ჰერპესის დამზიანებლობა სიმსივნეებთან გათანაბრებული.
მხოლოდ, გააქტივებული იმუნური უჯრედების შემცველი ორგანული ნატურალური მედიკამენტებია ხსნა და საშველი, არა მარტო ჰერპესის,არამედ ნებისმიერი მძიმე, ქრონიკული დაავადებების და სიმსივნეების .
ადამიანის სიცოცხლე არ უნდა დააბრკოლო სტანდარტული წამლებით, როცა მძიმე დაავადებების და სიმსივნეების დროს გადარჩენის გარანტი, მხოლოდ ———-გააქტივებული იმუნური უჯრედების შემცველი ორგანული წამლებია.
მარტივი ჰერპესის ვირუსი თუ ჰაერ-წვეთოვნად გადავა,პირველი ზრდა დაიწყება პირის ღრუში.ხოლო, თუ კონტაქტით გადავა,ვირუსის პირველი ზრდა დაიწყება კანში და თვალში.კანის და თვალის დაავადებებში ხშირადაა ჰერპესი, როგორც გამომწვევი. ამიტომ ანტიბიოტიკის სწრაფად დანიშვნის დროს უნდა დავფიქრდეთ—– საჭიროა თუ არა ის ამ ეტაპზე?
ჰერპესის ზოგი სეროტიპი სქესობრივი კონტაქტით გადადის.
ჰერპესის ტიპი—-1 იწვევს გინგივო– სტომატიტს.ანუ გინგივიტს და სტომატიტს ერთად.ამიტომ სტომატოლოგი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს—-ამ ეტაპზე ანტიბიოტიკის დანიშვნა საჭიროა თუ არა.
ფარინგიტის ——–მიზეზი მხოლოდ ა ჯგუფის სტრეპტოკოკი ჰგონია ზოგს ძველი და უძველესი სტანდარტებიდან გამომდინარე.მედიცინა, ეს —–ადამიანში მთელი სამყაროს ამოცნობის ხელოვნებაა და ყოველდღე ცვლადი და განვითარებადი დარგია.მედიცინა ყოველდღე ახალ მიღწევეს აგნებს.ისე არცერთი დარგის სპეციალისტი არ შევა უკუსვლაში დარგთან, როგოც ექიმი, თუ ის ფეხს არ აუწყობს მედიცინის მეცნიერების ყოველდღიურ მიღწევებს.ფარინგიტი ფარინქსის ანთებაა.ის ძალიან გავრცელებულია ზამთრის სეზონზე.ფარინქსი არის ხახა ანუ კუჭ-ნაწლავის სისტემის საყლაპავის მონაკვეთი.ფარინგიტი შემაწუხებელი დაავადებაა, განსაკუთრებით, ყელის ტკივილის გამო.მისი მიზეზებია რომელიმე —–ჩუტყვავილა, კრუპი, ადენოვირუსი,ა ჯგუფის სტეპტოკოკი, წითელა,გონორეა,ქლამიდია,კორინებაქტერიები.
თანამედროვე სტანდარტით ჰერპესის სეროტიპი–1 უხშირსესად , ყველაზე დიდ პროცენტში იწვევს ფარინგიტს. ამიტომ,მუდმივი ცრუ განგაში მოსალოდნელ რევმატიზმზე, ა ჯგუფის სტერეპტოკოკის გამო,ფარინგიტის გავლენით ნამდვილად არ არის საჭირო. როცა ფარინგიტის ყველაზე ხშირი მიზეზი პროცენტულად ———-ჰერპესია.საყლაპავის სიმსივნების მიზეზებში, მისი ანთებების დროს, დაუფიქსირებელი და არნამკურნალები ვირუსები მოიხსენიება.უმეტესად კი, ჰერპესის ვირუსი.
ვირუსის დროს ბაქტერიული წამლების დანიშვნა იმუნიტეტს აზიანებს.მიტუმეტეს ა ჯგუფის სტეპტოკოკის საწინააღმდეგო წამლების.ფარინგიტის დროს უპირველესად სწრაფად არის დასადგენი ჰერპესის როლი. რადგან,იმუნოლოგიურად ვირუსი უფრო სრაფად აზიანებს ორგანიზმს, ვიდრე მიკრობები.
არასაჭირო წამალი შხამზე უშხამესია და არ უნდა დაინიშნოს. მაგრამ, არც ბაქტერიული ფლორის გააქტივება არ უნდა გამოგვეპაროს. ანტიბიოტიკი საჭირო არ არის თუ ბაქტერიული ფლორა არ გააქტიურდა.
ჰერპესის ვირუსის სეროტიპი 1 ასევე უხშირესად იწვევს აფთოზურ სტომატიტს და ჰერპესულ კერატიტს.
ბევრი ბავშვი დაზიანებულა იმუნურად, ასე გავრცელებული აფთოზური სტომატიტის დროს არასაჭირო ანტიბიოტიკით . ანტიბიოტიკი თუ საჭირო არ არის, ვირუსს აძლიერებს და ამრავლებს.
ჰერპესვირუსები ნეიროტროპულებია. აზიანებენ ნევროლოგიას.ნებისმიერი ჰერპესვირუსული ინფექციის ნიშანია—–ვირუსის მიერ ორგანიზმზე მიყენებული ძლიერი იმუნოსუპრესორული დაზიანება,იმუნიტეტის უჯრედული და ჰუმორული რეაქციების დაბლოკვით და ნერვული ზონების ქრონიკული დაზიანებით.სტატისტიკურად ჰერპესის ვირუსი სიმსივნის ხშირი გამომწვევია.ის ხშირად ახლავს საშარდე გზების სიმსივნეებს , პროსტატის ადენომას და სხვა. გამაჰერპესვირუსები უხშირესი გამომწვევია——–ლიმფომების. კაპოშის სარკომა უკავშირდება ჰერპესვირუსებს .ჰერპეს ვირუსის სეროტიპი 2 ყველაზე ხშირად იწვევს გენიტალურ ჰერპესს და ახალშობილთა ჰერპესს.
სეროტიპი 1 ჰერპეს ვირუსი ძალიან ხშირადაა სამწვერა ნერვის ანთების მიზეზი.ამიტომ გადადის ქრონიკულში ხშირად, ანტიბიოტიკებით და არასტეროიდულებით გაჭყეპილი სამწვერა ნერვი.
ჰერპესის ვირუსი იწვევს აუტოიმუნურ პროცესებს. აუტოიმუნურ პროცესებს იწვევენ ასევე შემდეგი ვირუსები——ა, ე, დ, ცე , ბე, ებშტეინ-ბარის, წითელას.
ებშტეინ-ბარის ვირუსი
ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს ამ ვირუსზე ცოდნა უნდა ჰქონდეს .მისგან მიღებული დიდი ზიანი ბევრმა ნახა.ბევრს მისგან მიღებული პრობლემების გამო მართლაც აინტერესებს მეტი მონაცემები, მაგრამ ,მასზე ეპიდემიოლოგიური შტრიხები მხოლოდ თანამედროვე მაღალი დონის მედიცინაშია ცნობილი და ადვილად არ მოიპოვება ყველასთვის. გავაანალიზოთ, რატომ არის საშიში ეს ვირუსი.
არაზომიერი კვება მსოფლიოში ბევრგან ახასიათებს ადამიანებს , მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ ფონზე უდიდესი რიცხვია ღვიძლით დაავადებულების. რადგან,მათ შორის უმრავლესობამ მონონუკლეოზი გადაიტანა . სტატიტიკა აჩვენებს ,რომ ანგინის დროს მონონუკლეოზის დაფიქსირება ხშირად ვერ ხდებოდა. რაც საბოლოოდ ,ღვიძლის მძიმე დაზიანებამდე მიდის თანდათან.მონონუკლეოზზე სამჯერ მქონდა სტატია, რომ ხალხს გაეგო და თავი გადაერჩინა .მისი შეტევა უზუსტესად ჰგავს ანგინას .ებშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს მონონუკლეოზს.ამ ვირუსის გადატანის შემდეგ ბავშვობიდან ასეთ ბავშვებს ღვიძლი დაზიანებული აქვთ, ყველას სხვადასხვა დონეზე. ღვიძლის განხილვა მხოლოდ მუცლის ღრუს ექოსკოპიას არ უნდა ეყრდნობოდეს. ვირუსით დაზიანებული ღვიძლი ჰისტოლოგიურ და მორფოლოგიურ განხილვას მოითხოვს. რადგან, პროცესი ამ სიღრმის დონეზე მიდის. ხან ეუბნებიან არაფერი სჭირს და დიეტაც კი არა აქვს ბავშვს შესაბამისი, რომ ღვიძლის უჯრედები გადარჩეს.ღვიძლის დაზიანების სიმპტომები თანამედროვე მედიცინით სულ სხვაა, ვიდრე 20 წლის წინ იყო. ეს ბევრჯერ აქ დეტალურად განვიხილე. ამ ვირუსის გადამტანი ბავშვები ხვდებიან ფარისებრის პრობლემებით ენდოკრინოლოგთან ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ და სხვა.
თანამედროვე ევროპული და ამერიკული პედიატრია ინფექციურ მონონუკლეოზს—————- კეთილთვისებიან სიმსივნედ მიიჩნევს. ვისაც მონონუკლეოზი აქვს გადანატანი იმ ადამიანის ღვიძლს დიდი სიფრთხილით უნდა მოვლა და მკურნალობა.ის ექიმები რომლებსაც ამ პრობლემის სიმძიმე რეტროსპექტულად გათავისებული გვაქვს, ხან ვხდებით უცოდინარების დაცინვის საგანი. დღეს თუ ვინმე ოფიციალურად დაუცველია და ნებისმიერის საჯიჯგნად არის მიგდებული , ყველაზე მეტად ექიმებია. მითუმეტეს, ექიმმა ქართველ პაციენტს რომ უთხრას—— შენს შვილს ისე ვმკურნალობ, როგორც კეთილთვისებიან სიმსივნესო, ყველაზე მცირე ,ექიმს ამ დროს მუშტი მაინც მოხვდება თვალში ან ზოგი მშობელი ბევრს იცინებს სიმსივნის ხსენებაზე. რადგან, ამ დროს ბავშვი ჯერ ენერგიულია და ხშირად, ორ სპორტსა და ცეკვაზე დადის.ზრდასრულობაში როცაა—–აგრესიული ქოლესტერინები, ინფარქტები, სტენტირების საჭიროებები, უეცარი სიკვდილები,ღვიძლის ციროზები ან მუდამ პრობლემური ღვიძლი ————მუცლის დისკომფორტით, გაზებით, მუცლის სიდიდით, ალერგიებით,ფარისებრის გამწვავებებით და სხვა ——— ამ ყველაფერში, ძალიან ხშირად, დიდი როლი აქვს ებშტეინ- ბარის ვირუსს და გადატანილ მონონუკლეოზს. მონონუკლეოზზე სტატიებში წამოვადგინე სტატისტიკა ამ პათოლოგიიდან გამოწვეული სისხლის დაავადებების შესახებ.
გადატანილი მონონუკლეოზის შემდეგ———— ბუნებაში არ არსებობს დაუზიანებელი ღვიძლი, რაღაც დონეზე მაინც. კოლიტები, ენტერიტები, გაზების დაგროვება, ნაღველ -კენჭოვანი დაავადებები, სანაღვლეს პრობლემები, დიდი მუცელი, უხშირე
სად ამ დაავადების გადატანის ფონზე იქმნებიან .მედიცინაში ცოდნაც კი უსარგებლო ხდება, თუ ექიმს არა აქვს ძლიერი მეექვსე გრძნობა და არ შეუძლია წინასწარ დანახვა და შეგრძნება. ბევრი შემთხვევაა 5 ან 10 წლით ადრე რომ ვხედავთ ექიმები, ადამიანს კიბო რომ აქვს ან ღვიძლი ეშლება და ეს ზოგმა მხოლოდ წლების შემდეგ დაინახა.მაგრამ, თუ აკადემიური ცოდნა თავის სიმაღლეზეა იქ შეგრძნებების გარეშეც ხდება დროული დაფიქსირება. სამწუხაროდ, არამყვირალა დაავადებების ადრეული გამოცნობის პრობლემა ჩვენთან ძალიან მწვავედ დგას .მაგალითად, ებშტეინ-ბარის ვირუსისგან დაზიანებული ღვიძლის დროული გამოცნობა. თუმცა ჩივილები მრავალფეროვანია, მაგრამ თანამედროვე მედიცინით ჩივილების ახალი ინტერპრეტაციებია და რადგან, ეს ყველამ ჯერ არ იცის, დაზიანებული ღვიძლის დანახვა ხშირად ვერ ხდება.უიმედო არაფერია.ყველაფერი რჩება დროზე და სწორად ნამკურნალები. სიმსივნეც კი უკან იხევს და ადამიანი დიდხანს ცოცხლობს.
თანამედროვე ამერიკულ-ევროპული სამეცნიერო სტანდარტით , 100 პროცენტიანი მტკიცებით და რეალური მაგალითებით ———-ებშტეინ-ბარის ვირუსს შეუძლია—– ადამიანში ბე ლიმფოციტები სიმსივნურად გადააქციოს და შექმნას სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები.ეს მედიცინაში უკვე 100 პროცენტით დადგინდა.ჩვენი მედიცინის სისტემის არაორგანიზებულობაა ის , რომ მიუხედავად იმისა, ამ ყველაფრის მართვა , ალაგება და ადამიანის დიდხანს სიცოცხლე შეიძლება, სამეცნიერო სტანდარტები ყველგან გათავისებული არ არის და გამოცდილ და ძლიერ ექიმებს ადამიანის გადასარჩენად ფიზიკური და მორალური წინაღობები ხვდება.მითუმეტეს მაშინ , თუ ბილირუბინი მომატებულია. რადგან ,ეს კრიტიკულად მაღალი ხარისხია ღვიძლის დაზიანების.ამ დროს -ეს არაფერიას თქმა ან მხოლოდ ამ ყველაფრის ჟილბერის დიაგნოზში ჩატენვა,თუნდაც ,მარტო გლუკურონილტრანფერაზას ანალიზის გარეშეც ———არასრულფასოვანი მიდგომაა.
ასევე დამტკიცდა და აღმოჩნდა, რომ ბერკიტის, სწრაფად მკვლელი ლიმფომის უჯრედებში—–ებშტეინ-ბარის ვირუსის სპეციალური ანტიგენებია. ანუ თუ ექიმი ანგინას მონონუკლეოზისგან განასხვავებს და ამ ბავშვის ღვიძლს დიდხანს გაედევნება დასარეგულირებლად და ამაში გონიერი მშობელიც აყვება, ამ ბავშვს 100 პროცენტით მოეხსნება სიმსივნეების შანსები მომავალში და თავისთავად, ღვიძლიც გადაურჩება. იმიტომ დავწერე ამაზე სტატია რამდენიმეჯერ, რომ ეს მომენტი მინდოდა ყველას აღექვა. ანუ ანგინის და მონონუკლეოზის განსხვავება.
ამ ნაწილში ჩამოვთვალე მთავარი გამომწვევები ვირუსებიდან—– აუტოიმუნური დაავადებების. მათ შორის იყო ებშტეინ– ბარის ვირუსი.
მონონუკლეოზის შემდეგ პაციენტის აკადემიური მართვა და ძლიერი პროფილაქტიკა, არის გასაღების პოვნა მომავალი სიმსივნეების ასაცილებლად.ამის გააზრება სავალდებულოა.რადგან, ეს ნიშნავს ცხოვრების უკიდურესი ტანჯვების უდიდესი პროცენტის ჩამოშორებას.
ებშტეინ-ბარის ვირუსი ინფექციური მონონუკლეოზის დროს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში ეჭედება და დიდხანს რჩება. რის გამოც ლიმფური კვანძები გადიდებული რჩება და იმუნიტეტი ძლიერად ზიანდება. ლიმფური კვანძის, თუნდაც ერთის ,მცირე გადიდება ნიშნავს, რომ ორგანიზმში ან ინფექციაა ან ახლომდებარე ქსოვილების ანთება. იხ ჩემი სტატია ლიმფურ კვანძებზე, სადაც ახსნილია, რომელი ლიმფური კვანძი რა დაავადებების დროს დიდდება.
თუ კანტს აოცებდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მე მართლა და ძლიერ მაოცებს ის ნიჰილიზმი, რასაც ხან ნახავ მედიცინაში.ანუ ნული რეაქცია გადიდებულ ლიმფურ კვანძზე .რომლის დროსაც ორგანიზმს თანდათან დააზიანებს და სიმსივნემდე მიიყვანს ქრონიკული ინფექცია. უნდა გავიგოთ და შევიმეცნოთ——-ინფექციური კერა ყოველთვის არ ყვირის. სიმსივნეების მიზეზი———- სწორედ ლატენტური, ჩუმი ინფექციებია. ნელი,ჩუმი ინფექციები ქმნიან ქრონიკულ, სისტემურ, მოურჩენელ დაავადებებს.
მსოფლიო მედიცინის დადგენილი სტანდარტით და სამეცნიერო კვლევების დასკვნით———–მონონუკლეოზის დროს ებშტეინ—ბარის ვირუსი სუპერრეაქტიულ ტე უჯრედებს ანუ ატიპურ ტე ლიმფოციტებს ქმნის და ამიტომ იშლება თანდათან ღვიძლი. ატიპური ტე ლიმფოციტები შეუმჩნევლად, ნელა შლიან ღვიძლს და ეს შეიძლება მარტო——– მცირე დიარეით ან გაზებით ან ადვილად მოწამვლით ან შეკრულობით ან მუცლის სიდიდით გამოხატებოდეს. განსაკუთრებით კი ,ჭამის შემდეგ შებერილობით. ეს ყველაფერი უნდა იცოდე , რომ ღვიძლის ჩუმად დაშლის ხმა გაიგო .უკვირთ ხარ, არც ისე ასაკიანი აქტიური ადამიანის სიკვდილი. მან იცოცხლა მანამ, რამდენ ხანსაც გაუძლო მისმა დაზიანებულმა ღვიძლმა. ამას კი , მხოლოდ ის ექიმები დაინახავდნენ, ვისთვისაც მექანიზმები და ყველა დეტალები ნაცნობია.მუცლის ღრუს ექოსკოპია ძვირფასი კვლევაა ზოგადი კვლევებიდან. მაგრამ,ეს კვლევა საკმარისი არ არის ღვიძლის მორფოლოგიურ- ჰისტოლოგიური დაზიანების დასადასტურებლად. ადამიანი გახარებული მოფრინავს სახლში ,როცა ექიმი ამ კვლევის შესახებ ეუბნება ,რომ მას არაფერი სჭირს. კაპილარული დეტალები არ ჩანს, მაგრამ ,კარგი ექოსკოპისტის აკადემიურ დასკვნაში, ჭკვიანი ექიმი ცუდი მორფოლოგიის აურას აუცილებლად აღიქვამს. მედიცინაში ეს განსხვავებაა ცოდნის მაღალ და საშუალო ხარისხს შორის ——–ერთი თავიდანვე ხედავს და გრძნობს, მეორე თავიდანვე ვერ ხედავს და ვერ გრძნობს. მეორეს რომ თვალი აეხილება, უკვე შორსწასული პროცესი იქნება.
კაპილარული თრომბოზები და შედეგად, უჯრედის მორფოლოგიური და ჰისტოლოგიური დაზიანებები, არის ყველა დაავადების, მითუმეტეს, მძიმე დავადებების წამყვანი მექანიზმი. არ არსებობს სიმსივნე ჩამოყალიბდეს კაპილარული თრომბოზის ფონის გარეშე. რაც არღვევს ქსოვილის მიკროცირკულაციას და ორგანოების უჯრედებს სისხლის კვებას უზღუდავს.დროული გამოცნობით ამ ყველაფრის შეჩერება და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება ნამდვილად შეიძლება.
ერთხელ კიდევ უფრო დეტალურად დავაკონკრეტებ მონონუკლეოზის პათოგენეზს, ამჯერად მორფო-ჰისტოლოგიის ——იმუნურ ჭრილში თანამედროვე მედიცინის დონეზე. იმისთვის , რომ განსაკუთრებით, ანგინით ყოფილმა მოავადეებმა ძალიან დიდხანს იცოცხლოთ. რადგან, ეს ფენომენი ანუ ებშტეინ-ბარის ვირუსი და მონონუკლეოზი ისე შემოიჭრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებაში, რომ აშკარა დაღი დაასვა ადამიანთა მასიურ ჯანმრთელობას და სიცოცხლის წლებს.
ებშტეინ-ბარის ვირუსი ბე უჯრედების კლონურ გააქტივებას ახდენს ანუ ბე ლიმფოციტების.დაყოფს მათ პლაზმოციტებათ.ეს მექანიზმი ,რა ორი მოკლე წინადადებაც ახლა ვთქვი———-არის ღვიძლის დაშლის და სიმსივნეების წარმოშობის მთავარი ბაზისი.ბე ლიმფოციტების დაზიანებას ყველაზე მეტი სიმსივნე უკავშირდება სტატისტიკურად. ყველა ჭკვიანი და გამოცდილი ექიმი, რთული პაციენტი რომ ჰყავს, თავიდანვე ბე ლიმფოციტებს დაუწყებს ჭვრეტას. გული დაიმშვიდოს, რომ ბე ლიმფოციტური ცნობილი სიმსივნეები არ იყოს.
მონონუკლეოზის დროს ვირუსის გენომი ანუ ვირუსის დეენემი, ამ დაავადებული ადამიანის ბე ლიმფოციტებში ჩაზრდილი დარჩება და უფრო აზიანებს მათ.ამას ხშირად მოყვება რომელიმე ტიპის სიმსივნე, თუნდაც ასაკში.
მონონუკლეოზი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვნად.ამიტომ, ვირუსით ან ანგინით დაავადებულ ადამიანთან ნიღბის გარეშე არ იკონტაქტოთ. ამ ქვეყანაში ადამიანების დიდ პროცენტს აქვს გადანატანი მონონუკლეოზი.პედიატრი ან თერაპევტი ანგინიან პაციენტს რომ გასინჯავს,მან აუცილებლად უნდა დაუსვას თავს კითხვა ——-ეს ანგინაა მხოლოდ, თუ მონონუკლეოზია. ამას ანალიზის გარეშეც დაადასტურებს გამოცდილი ექიმი მუცლის ღრუს ხელით გასინჯვით. ან კიდევ სისხლის საერთო ანალიზში ატიპური მონონუკლეარების აღმოჩენით. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა უთხრა ლაბორატორიას——–რას ეძებს. ამას ვაკეთებთ ათეული წლებია.ამის ვერ გამოცნობა ხდება და ღვიძლით დაზიანებული ადამიანების რიცხვი იზრდება.დიდი პროცენტია ღვიძლით დაავადებულებში გადატანილი მონონუკლეოზის . 20 , 30 წლების წინ მცოდნე ექიმები მონონუკლეოზს ცნობდნენ და აფიქსირებდნენ. დღეს უფრო ხშირია მისი გაპარვა. ამას სტატისტიკა ადასტურებს.მიზეზი უფრო მეტად, ის არის, რომ 90იან წლებიდან ბევრ პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში სამედიცინო ინსტი
ტუტი იყო გახსნილი ყოველგვარი ბაზების გარეშე. ასევე,დღეს, ულიცენზიო ექიმის პოსტზე ყოფნა.მარტო შეცდომა არ არის მონონუკლეოზის დაუფიქსირებლობა, ეს უკვე სამედიცინო დანაშაულთან არის გათანაბრებული. რადგან, ამ ვირუსმა და ამ დაავადებამ ხალხის მასიური დაზიანება და სიმსივნეები გამოიწვია.როგორც ვთქვი,
პრობლემა კიდევ
ის არის, რომ ყველა ვირუსის არც ჰაიდლაინია შექმნილი და არც პროფილაქტიკა. ზოგადად მაინც რომ ემკურნალა პაციენტს.ამას მედიცინა აღიარებს. რადგან, ურთულესია ვირუსული მექანიზმები. მათ მკურნალობას ადამიანების გადასარჩენად ძალიან გამოცდილი ექიმები სჭირდება. ჰაიდლაინი არ არის ადამიანის გაჯანმრთელების კლასიკური საშუალება. ის მხოლოდ მცირე ვალის მოხდაა ექიმისგან . მედიცინა სამყაროს სიღრმის დონის მეცნიერებაა.ექიმმა ადამიანში მთელი სამყაროს ზეწოლა უნდა გამოიცნოს .
ამერიკაში, ყველგან არა, მაგრამ, ბევრ ადგილზე არის მაღალი დონის მედიცინა. მიუხედავად ამისა, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თავის პირველ გამოსასვლელ სიტყვაში, მედიცინის ძალიან გამოცდილი პროფესიონალი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე გარკვევით გააკეთაა- უზუსტესი და სასიცოცხლო დასკვნა———მედიცინა რადიკალურად შესაცვლელია და უფრო მაღალ დონეზე საჭიროა ასვლაო. ეს იყო მედიცინის ექსპერტებიდან ძალიან აკადემიური გზავნილი მთელი მსოფლიოს მედიცინისთვის. ასევე ქვეცნობიერი წკეპლა იმაზე, რომ ბევრი რამ ჩამყაყებულია ჩვენს და სხვის მედიცინაში და ადამიანების სიცოცხლისთვის აუცილებლად უნდა შეიცვალოს .წარმოიდგინეთ ახლა ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის მედიცინის გასაჭირი .
ვისაც მასიურად შეგვტკივა გული მედიცინაზე, 20 წლის წინადელ დროს შევნატრით, როცა ჩვენი მედიცინა მეცნიერულად ამდენად განვითარებული არა , მაგრამ ძალიან კოორდინირებული იყო . ადამიანების პროფილაქტიკა კლასიკურ კონტროლს ექვემდებარებოდა.
დღეს ბევრ ვირუსზე, მათ შორის ებშტეინ- ბარზე და მონონკლეოზზე დასრულებული ჰაიდლაინი არ არსებობს, მაგრამ, ექიმმა ამ დროს არ უნდა უთხრას პაციენტს —– ეს არაფერიაო. მან მონონუკლეოზის დროს მთელს ორგანიზმს უნდა უმკურნალოს——– მის ყველა ორგანოს მიტოქონდრიების დონეზე.ზოგადად ეს მიდგომა არის სწორი——— ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს. ანუ—— გადაარჩინო მთლიანად ორგანიზმი და არა——მარტო ერთი ორგანო. რადგან, ორგანიზმი საათივით აწყობილია და ყველაფერი ერთმანეთზე მუშაობს. უპირველესად ,იმუნიტიტეტი უნდა ამაღლდეს. იმუნური უჯრედები უნდა გააქტივდეს.დიდ დროს ამიტომ მოითხოვს რთული პაციენტის დანიშნულების შედგენა.დანიშნულება უნდა შეესაბამებოდეს, მთელი ორგანიზმის გაცოცხლების დაწყებას და არა ერთი რომელიმე ორგანოს.
აუტოიმუნური ჰეპატიტები———- ძალიან იმიტომ გამრავლდა, რომ მკურნალობები მხოლოდ ღვიძლზეა და არა იმუნურ სისტემაზე. ძალიან ბევრმა არც იცის რომ აქვს. ღვიძლის დაავადებით,ასევე სიმსივნით, ბევრ გარდაცვლილს აუტოიმუნური ჰეპატიტი ჰქონდა.
აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს უპატრონოდ და უმკურნალოდ მიგდებული და ამაზე გაბრაზებული საკუთარი იმუნური სისტემა, ებრძვის და აზიანებს საკუთარ ღვიძლს. აუტოიმუნური ჰეპატიტი ამიტომ სდევს თან ,უკიდურესად უხშირესად , ამ დაავადებებს———-ჩიყვი, ნაწლავების პრობლემა, რევმატიული ართრიტი და სახსრების სხვა დაავადებები, ტიპი პირველი დიაბეტი,ვიტილიგო,კუნთური სისტემის პრობლემები, ბევრი სიმსივნე და სხვა.ამ დაავადებების დროს ჰეპატიტი, მიმდინარე დაავადებებს დაამძიმებს, ღვიძლი მეტად დაზიანდება და დაავადება ამიტომ აღარ მორჩება.
რატომ არ რჩება ადვილად, მაგალითად, ჩიყვი, სახსრის ანთება, ნაწლავები, ვიტილიგო, სიმსივნე,დიაბეტი, დამბლა? იმიტომ რომ კლასიკური მკურნალობა არ ხდება? უფრო იმიტომ ,რომ ამ ჩამოთვლილების დროს ღვიძლის მდგომარეობაა დამძიმებული და ეს წამყვან დაავადებას უკიდურესად ამძიმებს.ამის დანახვა კი ხშირად არ არის. მითუმეტეს, თუ ღვიძლს მარტო 4 ტრანსფერაზით და ექოსკოპიით შევაფასებთ. ღვიძლის როგორც წამყვანი პრობლემის გამოკვეთა არ ხდება.თანამედროვე მედიცინის პოსტულატია ———–მოარჩინე ღვიძლი ბოლომდე და მორჩება ნებისმიერი დაავადება,მათ შორის სიმსივნეებიც .რამდენადაც არადამაჯერებლად ჩანს დილეტანტისთვის ეს წინადადება, იმდენად რთულია ღვიძლის ლაბირინთები.დაზიანებული ღვიძლი დაბინძურებულ ოკეანეს ჰგავს, სადაც ექიმებს კოლოსალური შრომა, ფიქრი და დარდი აქვთ შედეგებამდე. სასაცილოც აღარ არის უკვე ,დანერგილი, ღვიძლის შეფასება მხოლოდ 4 ფერმენტით ანუ ტრანსამინაზებით, როცა ღვიძლს 100 ზე მეტი ფერმენტი აქვს. შეიძლება, ციროზის დროს ტრანსამინაზები , რომლის ანალიზს ხშირად იღებთ ანუ ალანინ ტრანსფერაზა და სხვები,სრულად ნორმა იყოს და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს.
ბევრჯერ ავხსენი, რომ აკნე , თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა და ჰორმონული მოშლის კლასიკური მაგალითია.თანამედროვე, ოფიციალური სტანდარტით, სწორედ ამიტომაც არ არის ის დერმატოლოგის კომპეტენცია.ის არის გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის და თერაპევტის კომპეტენცია. შესაბამისად,ხან საჭირო დარჩება დერმატოლოგის კონსულტაციაც.თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს,რომ მისი მკურნალობა თირკმელზედას ჰორმონების დალაგების გარეშე, მხოლოდ ქიმური წამლებით—— დამზიანებელია. მეცნიერებამ დაამტკიცა,ახალი მტკიცებულებაა——–გამორჩეულად აგრესიულ აკნეს, ქიმიური წამლებით მკურნალობის დროს აუტოიმუნური ჰეპატიტი წარმოიშვება.
ჩვენში უხშირესად მონონუკლეოზის მშრალი მკურნალობაც არ ხდება, რადგან ჰაიდლაინი არ არის სრული. მხოლოდ მის ფონზე წარმოშობილი სიმპტომების და დაავადების მკურნალობა ხდება, მაგალითად ჩიყვის.ისიც ხან სტანდარტულად.
ამ დროს მთავარია იმუნიტეტის ამაღლება, მთელი ორგანიზმის გაკონტროლება და ღვიძლის მკურნალობა.ეს მეთოდი მუდამ დარჩება, მაგრამ უშუალოდ რაც კლავს ებშტეინ-ბარის ვირუსს, ეს დიდი ხანი უცნობი იყო. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ამისთვის მიმეგნო.ახლა ძალიან გახარებულმა, ისიც დავაფიქსირე, რომ ა მერიკის რამდენიმე ძლიერ კლინიკაში ხდება ამ წამლის დანიშვნა. ეს ნივთიერება მიღებულია მირონის ხისგან.როგორ ანგრევს ებშტეინ- ბარის ვირუსი და მონონუკლეოზი ორგანიზმს, ესეც ამის დასტურია,რადგან საშველში წმინდა ხე მონაწილეობს. ეს ნივთიერება ერთ -ერთი უძლიერესია იმუნტიტეტის გასაძლიერებლად .ასევე ის საუკეთესო მკურნალია —— სოკოს , ვაგინალური ინფექციების ,ალერგიების, წყლულების, ასთმური და კიდევ ბევრი პრობლემის.
მოურჩენელი დაავადებები არ არსებობენ. მთლიან ორგანიზმს უნდა დავეხმაროთ და არა რომელიმე ორგანოს. გაგრძელება, სხვა პოპულარული და გავრცელებული ვირუსების ეპიდემიოლოგიურ შტრიხებზე მომდევნო ნაწილში .
ყველა საავტორი უფლებების დაცვა მიმდინარეობს.მათი მითითების თანახმად ვიმეორებ—-სტატიის კოპირება და ტექსტის ზუსტად იგივე სახით, პირ-ადი მონაცემებით, პირადი მიზნებისთვის გამოყენება ანუ მითვისება კანონის საწინააღმდეგოა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights