ზუგდიდში, ბანკის თანამშრომელი, სადაც რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აყვანა, ამბობს, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ბანკში იარაღის მუქარით შეიჭრა. მისივე თქმით, თავდამსხმელი ნიღბის გარეშეა:
1 შეიარაღებული შეიჭრა, რამდენადაც მახსოვს თოფი აქვს, გაისროლა რამდენჯერმე. ვიდექი აპარატთან, კლიენტს ვემსახურებოდი, გვითხრა, რომ დაწექით ძარცვააო.არც ვიცი გარეთ როგორ გამოვედი, ალბათ კლიენტს ვემსახურებოდი და იმან გამომიყვანა, ნიღბის გარეშეა – ამბობს ბანკის თანამშრომელი .
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში დაყაჩაღების მიზნით, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
ამ დრომდე უცნობია მძევლების ზუსტი რაოდენობა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.