მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგულ მანქანაში 2 ცხედარი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოები გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მეწყერმა საცხოვრებელი სახლიც ჩაიტანა, ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებენ. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 40
    1819-20 წლების იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყებაეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე  1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…
    Tags: და
  • 37
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 37
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და
  • 35
    დამტკიცდა სამუშაოების სია, რომელთა შესრულება არასრულწლოვნებს ეკრძალებათოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომელთა შესრულებაც 18 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ. განმარტებისთვის: არასრულწლოვნისთვის მძიმე სამუშაოდ ითვლება სამუშაო პროცესი, რომელიც ხასიათდება ფიზიკური და დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით. ეს ზემოქმედებას ახდენს…
    Tags: და, სამუშაოები