“არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს,ფეხებზე ჰკიდია ევროპაც და ამერიკაც”

“ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა” ხალხისთვის

ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე

ისევე როგორც

ბ) ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა

არის, მინიმუმ, უსინდისობა

სინამდვილეში რა არის არ დავწერ

1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი

რეალურად არ იდო არაფერი

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ “არაფრის” გაუარესებული ვერსია

გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის)

ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური

ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს

არც აპირებდა

ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა

SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ

ესაა მოცემულობა

პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები.

წერს გირჩი-მეტი თავისუფლებiსლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. გუშინ, 18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    "ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს"!“ღია წელირი ჩემს საყვარელ საქართველოს! მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს,პირდაპირ ეთერში იგივე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ,მაპატიეთ! უსამართლობასთან,დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 94
    "ხუთი კი არა, ათჯერ ხუთი მილიონი დაიხარჯა სოფლებზე" - დოლიძე"ქართული ოცნების" ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ პიარი აქვთ ნულზე, ნულზე. არაფერს არ ამბობენ რაც გაკეთდა ამ წლების მანძილზე" - ამბობს ტვ "პირველის" ეთერში რეჟისორი ქეთი დოლიძე და მმართველი გუნდის იმ დამსახურებებზე საუბრობს, რაც ხალხმა ჯერ არ იცის. "ხუთი მილიონი კი არა, ათჯერ ხუთი მილიონია დახარჯული სოფლის მეურნეობაში. ძალიან…
    Tags: არ, ის, და, ოცნების, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 94
    რა დასკვნა დაიდო ადამიანების უფლებების დარღვევაზე- HRC 2020 წლის ანგარიშიადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა