“ივანიშვილი არის პუტინის ოლიგარქი, ივანიშვილი დასავლეთისთვის არის კეთროვანი”

“ივანიშვილი არის პუტინის ოლიგარქი. ივანიშვილი დასავლეთისთვის არის კეთროვანი. ის უკვე არის აბსოლუტური ბოროტება. დასავლეთის რეაქციას დავინახავთ მალე. ოღონდ, მე დასავლეთის ადგილზე ძალიან გამიკვირდებოდა, ამ აბსოლუტურ ბოროტებას, რომელიც უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროს პრობლემად და ჭირად იქცა, ჰოი საოცრებავ და საკუთარ ქვეყანაში მშვიდად, კლავიატურებთან ჩამომსხდრები უყურებენ და ისე აკომენტარებენ ამ უმძიმეს რეალობას, თითქოს ბრაზილია–არგენტინის მატჩს უყურებდნენ. ვისხდეთ და ველოდოთ, როდის დააბრუნებს მოპარულ არჩევნებს ივანიშვილი და როდის დათმობს თავისით ძალაუფლებას, რომლის გულისთვის შვილსაც კი გაწირავს. ძალიან მომბეზრდა, ძალიან”.-წერს ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share