ჯანდაცვის მინისტრი – ვგეგმავთ გურიის რეგიონს გადავცეთ ახალი რეანომობილი

” ვგეგმავთ გურიის რეგიონს გადავცეთ ახალი რეანომობილი, რეანომობილის პერსონალის ტრენინგი უკვე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც გურიას ეყოლება ახალი გადამზადებული უახლესი ტექნიკით და კვალიფიციური მედპერსონალით აღჭურვილი რეფერალური გადაყვანებისათვის საჭირო ავტომანქანა. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მიშვნელოვანია”

ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს, ოზურგეთში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ახალი ოფისის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“მადლობას ვუხდი ადგილობრივ მედპერსონალს, ვფიქრობ რომ ისინი გაიზიარებენ იმ პასუხისმგებლობას რომელიც მედპერსონალს აკისრია საზოგადოების წინაშე და აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში” – თქვა ტიკარაძემ.

ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მედიკოსებს ხვდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share