შსს: “ნამოხვანიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მივიღეთ”

“სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ”, – წერია უწყების განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 92
    "როგორ ველაპარაკოთ შვილებს?“ – გურამ მეგრელიშვილიმშობლები ბევრს ვფიქრობთ, როგორი ენით ველაპარაკოთ შვილებს, რომ კავშირი შედგეს მაშინაც კი, როცა თითქოს ჩვენი ინტერესები და შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. მიგვაჩნია, რომ დისციპლინა (ხშირად მკაცრი დისციპლინა) აუცილებელია, ჩვენს შვილებს კი ასეთი ხისტი მიდგომა არ სიამოვნებთ და აქვთ პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც ახლა ჩვენში იწვევს აგრესიას და ხდება კონფლიქტი, ან უარესი…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 92
    მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულადაც გამოაქვეყნაკონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა. მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. „ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი * * * ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 92
    დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიაში გადაუდებელ რეფორმებს ითხოვსსაჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ვრცელ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. “გადაუდებელი, აუცილებლად საჭირო ადმინისტრაციული და ორგანიზაცული რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია კანონიკური წესრიგის და სამართლიანი, ღვთივსულიერად ჰარმონიული მდგომარეობის დამყარება საეკლესიო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები