საქართველოს საპატრიარქოს, დიდი ბრიტანეთის ეპარქიის, მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ამერიკაში მოღვაწე მამა იოსების ძალიან მართებული და ზუსტი დაკვირვება, რასაც მეც ვგრძნობდი და ვხედავ და დამიდასტურა მისმა ამერიკაში ცხოვრების ოცდახუთწლიანმა გამოცდილებამ და ცოდნამ. მისი კომენტარი დაწერილია სამშობლოს წარმატების სურვილით და სიყვარულით, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ფაქტებზე დაყრდნობით:
“სააკაშვილი რომ პრეზიდენტი გახდა, დიდი ხნის წასული ვიყავი საქართველოდან და აქედან ვადევნები თვალყურს ქართულ ამბებს. ამ დროიდან (2003) ამერიკაში ტარდებოდა ქართული მუსიკის საღამოები, გამოფენები. მაღაზიებში იყიდებოდა ქართ. წიგნები, რუქები, ქართ. მუსიკა. (შეძენილი მაქვს 40-მდე CD). ახალ ამბებში ისმოდა/ჩანდა საქართველო. კოლეჯებში შეიტანეს ქართული როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული სწავლების ენა. ევროპული და აღმოსავლური ენების გვერდით. იყიდებოდა ქართული ღვინო. ქართველი მუსიკოსები ლინკოლნ ცენტრში და კონსტიტუშნ ჰოლში. წავიდა მიშა – მოვიდა ბიძინა, და ეს ყველაფერი გაქრა. თითქოს არც ყოფილა. კომპეტენტურმა მოხელეებმა თქვეს (ვაშინგტონში), რომ რუსეთს არ აწყობდაო საქართველოს ასეთი თავხედობა-დამოუკიდებლობა-დასავლეთისკენ ორიენტაცია. თავად მომსწრე ვარ ამისა.”
მსგავსი სტატიები
- 73
„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
- 70
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 70
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 65
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…