“პრეზიდენტის პრეროგატივაა შეწყალების თემა, თუ ამას გააკეთებს მაშინ ის დაარეგურილებს პოლიტიკურ პროცესებს”, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან
„მე მგონი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსენსია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მან იმით, რომ არჩევნების დღეს ხვამლის მთაზე ისვენებდა, უკვე გააკეთა განაცხადი. ასევე, ყველა განცხადება, რომელიც აქამდე ჰქონდა გაკეთებული ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი განცხადება იყო. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის არის მხარე. ასე, რომ სამწუხაროდ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან დააგვიანა ამ პროცესში ჩართვა. თუ რამე კარგი იდეა ექნება, რა თქმა უნდა, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს, მსჯელობის საგანი აუცილებლად გახდება. რაც შეეხება შეწყალებას, ზურაბიშვილის პრეროგატივაა, ის თუ ამას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ამით პოლიტიკური პროცესის დარეგულირების საკითხში პოზოტიურ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.