დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 აჭარიდანაა. ამ თემაზე ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში 4, აჭარის რეგიონში 7, ხოლო იმერეთში ასევე 4″, – თქვა ბაერდია სიჭინავამ.
აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასუტრდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაიციენტი, 15 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 33 858;
- გამოჯანმრთელებულია – 14 829;
- მათ შორის გარდაცვლილია – 253;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 507;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 344;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.