გურიის მოამბე

ყველაზე ჭკვიანი მოსახლეობის რეიტინგი გამოქვეყნდა – რომელ ადგილზეა საქართველო

იმის განსასაზღვრად, თუ როგორი ადამიანი ითვლება ჭკვიანად, ერთიანი სქემა არ არსებობს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტები განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. შესაბამისად მათი კრიტერიუმებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.

დღესდღეობით მსოფლიოში ინტელექტის დასადგენად ყველაზე გავრცელებული მეთოდია IQ (ინტელექტის კოეფიციენტის) ტესტის ჩატარება და შესაბამისი ქულების მინიჭება.

მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული IQ ტესტების მონაცემებსა და სხვა არაერთ კვლევაზე დაყრდნობით Intelligence Capital Index (ICI) 2021 წლის „ყველაზე ჭკვიან“ ქვეყნებს ასახელებს.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოში IQ -ის ყველაზე მაღალი დონე -108 ქულა ჰონგ-კონგსა და სინგაპურშია. მათ 106 ქულით სამხრეთ კორეა მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ სიის პირველ ათეულში ძირითადად აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ლიდერობენ.

Top-10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც ყველაზე IQ აქვს ასე გამოიყურება:

ჰონგ-კონგი (108)

სინგაპური (108)

სამხრეთ კორეა (106)

ჩინეთი (105)

იაპონია (105)

ტაივანი (104)

იტალია (102)

შვეიცარია (101)

მონღოლეთი (101)

ისლანდია (101)

სიაში ბოლო ადგილებს მოზამბიკი, სენტ-ლუსია და ეკვატორული გვინეა იკავებენ.

რაც შეეხება საქართველოს, 94 ქულით რეიტინგში 43-ე ადგილს სომხეთთან, ყაზახეთთან, რუმინეთთან და ვიეტნამთან ერთად იკავებს.

 

www.bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: