რა თანხა შეაქვს სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში

2021 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირდა. კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 6 452 669 ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 6 727 038 ლარს. რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, იანვარში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა – 905 059 ლარი; ხოლო იანვარ-თებერვალში – 1 482419 ლარი შეადგინა. ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან – 1 170 715 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 1 522 503 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 3 მლნ ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 734 475 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან – 759 450 ლარი. რაც შეეხება 2019 წელს, იანვარ-მარტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 31 558 384 ლარი იყო; სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 17 853 979 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 1 921 007 ლარი, კლუბის მაგიდიდან – 186 ათასი ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან – 104 959 ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 8 687 000 ლარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share